სხვა საფრანგეთი ნათესავებს შორის ინტიმური კავშირის აკრძალვას აპირებს 2022, 16 იანვარი, 20:53 საფრანგეთი მალე აპირებს შეუერთდეს მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებშიც ნათესავებს შორის სექსი (ინცესტი) ოფიციალურად აკრძალულია. ჯერჯერობით, მეხუთე რესპუბლიკაში, ისევე როგორც ბელგიაში, პორტუგალიაში, ნიდერლანდებსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ინცესტი ნებადართულია. თუ კანონპროექტი დამტკიცდება, მაშინ მსგავსი გადაწყვეტილება საფრანგეთში ორი საუკუნის განმავლობაში პირველად მიიღება. 1791 წელს მაშინ ინცესტი დეკრიმინალიზებული გახადეს სახელმწიფოს თანდათანობითი სეკულარიზაციის გამო. სახელმწიფო მდივანმა ბავშვთა საკითხებში ედრიენ ტაკემ ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე: "ბავშვს არ შეიძლება სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს მშობელთან. აქ ასაკზე კი არ არის საუბარი, არამედ თანხობაზე [ნათესავთან სექსი]. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ინცესტს“, - განაცხადა ტაკემ. დღემდე საფრანგეთში ნებადართულია სქესობრივი კავშირი ნათესავებს შორის, იმ პირობით, თუ მასში არასრულწლოვანები არ მონაწილეობენ. კანონის მიღების შემთხვევაში, სრულწლოვან ნათესავებსაც კი, თუკი მათ ნებაყოფლობით ექნებათ სექსუალური ურთიერთობა, სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდება მათზე. კონკრეტულად ვისზე გავრცელდება კანონი და ეხება თუ არა ნაშვილებს ოჯახის წევრებს, გაურკვეველი რჩება. ინცესტს გმობს ბიბლია, რომელმაც დაადგინა ადამიანის სექსუალური ქცევის წესები. ინცესტის აკრძალვა გათანაბარებულია ქორწინების გარეშე სექსთან, ჰომოსექსუალურ ურთიერთაბასთან და ზოოფილიასთან. 1129 6-ს მოსწონს |
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
FRE,GЕ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤