საზოგადოებრივი ეგვიპტური ფირფიტა, რომელიც ვარსკვლავთშორისი ხომალდის მართვის პანელს უფრო ჰგავს 2022, 17 იანვარი, 11:05 ამ ობიექტის დათვალიერების შემდეგ, ბევრს ისეთი გრძნობა უჩნდება, რომ მის წინაშე უძველესი ცივილიზაციის არტიფაქტია, რომელსაც მეტად იდუმალი დანიშნულება უნდა ჰქონოდა. არტიფაქტის დიამეტრი 49 სმ–ია, ხოლო სიმაღლე – 13 სმ და დაახლოებით, 75 კგ–ს იწონის. დამზადებულია ალაბასტრისგან – ნედლეულით, რომელიც სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის, სარკოფაგების გასაფორმებლად გამოიყენებოდა. არტეფაქტის ზედაპირზე დატანილი იეროგლიფებიდან მხოლოდ მცირე ნაწილის წაკითხვაა შესაძლებელი. ერთი ვერსით, ფირფიტას რიტუალური დანიშნულება ჰქონდა, ეგვიპტის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლის გარდაცვალების შემთხვევაში. თუმცა, ვინ იცის?.. მიუხედავად იმისა, თუ რა ობიექტია და რა დანიშნულება უნდა ჰქონდა წარსულში, მისი მსგავსება თანამედროვე მოწყობილობებთან, კერძოდ კი საფრენი აპარატების მართვის პანელებთან, ყველაზე დიდი სკეპტიკოსების გაკვირვებასაც კი იწვევს. 739 5-ს მოსწონს 1-ს არა
|