ქვემო ქართლი რუსთავში ძველი ახალი წლის აღნიშვნა ტრაგედიით დასრულდა 2022, 15 იანვარი, 11:36
ტრაგედიით დასრულდა მოზარდების მიერ ქალაქ რუსთავში ძველი ახალი წლის აღნიშვნა, ამის შესახებ ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, VII მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში, 18 წლამდე ბიჭები და გოგოები შეიკრიბნენ.ბინა დღიურად იყო გაქირავებული. მეზობლების ინფორმაციით ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ. "კორპუსში როცა ქირავდება დღიურად, ჯერ ერთი მეზობლები წუხდებიან, იმიტომ, რომ ვინ მოდის რა მოდის ვეღარ გაიგებ, მთელი ღამე დარბოდნენ, სავარაუდოდ უფრო ბიჭები..პატარა ბიჭები იყვნენ"-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. არსებული ინფორმაციით არასრულწლოვანებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკიც. გამთენიისას, ერთ-ერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, დარეკეს 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილობრივები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ნარკოკომას. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო. ორიოდე დღის წინ ბაკურიანში დაბადების დღის აღნიშვნა უსიამოვნო ინციდენტით დასრულდა, 39 წლის მამაკაცს ხელში ფოირვერკი აუფეთქდა, რამაც ორივე ხელის მტევნები ფაქტობრივად წააცალა, მამაკაცს მიკროქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ამიტომ თბილისში ღუდუშურის კლინიკაში გადაიყვანეს. 273 3-ს მოსწონს
|