ქალი და მამაკაცი მრუშობის აპოგეა- ყველაზე აღვირახსნილი პერიოდი საბჭოთა კავშირში 2022, 15 იანვარი, 10:58 "ახალი ამბავი: ცოტა ხნის წინ მოსკოვში გამოჩდნენ სრულიად შიშველი ადამიანები (ქალები და მამაკაცები) მხრებზე გადაფენილი ლენტით და წარწერით: „ძირს სირცხვილი“. ტრამვაიში ჩასხდნენ. ტრამვაი გააჩერეს, ხალხი აღშფოთდა“, - წერდა ბულგაკოვი თავის დღიურში 1924 წელს. ეპოქის დასასრულმა მოიტანა წარმოუდგენელი რამ - პირველი სექსუალური რევოლუცია სსრკ-ში. 1920-იანი წლების დასაწყისიდან ქვეყანაში ცხარე დისკუსიები დაიწყო ახალ საზოგადოებაში სიყვარულის, სექსის და ქორწინების შესახებ. დავა მიმდინარეობდა არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს შორის, არამედ სახელმწიფო დონეზეც. ასეთი დავების აქტიური მონაწილე გახდა რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი ალექსანდრა კოლონტაი. ფოტოზე ალექსანდრა კოლონტაი 1913 წელს, სანამ აურზაური იდგა ქვეყანაში, კოლონტაიმ გამოაქვეყნა სტატია „ახალი ქალი“, სადაც მან თავისი შეხედულებები ჩამოაყალიბა ახალ, მოწინავე საზოგადოების ქალზე.მისი მტკიცებით ახალი ქალი მიილტვის გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ემოციებზე გამარჯვება, თვითდისციპლინის განვითარება; ეჭვიანობის უარყოფა, მამაკაცის თავისუფლების პატივისცემა; კაცისგან მოითხოვს არა მატერიალურ მხარდაჭერას, არამედ ფრთხილ დამოკიდებულებას მისი პიროვნების მიმართ; ახალი ქალი დამოუკიდებელი ადამიანია, მისი ინტერესები არ შემოიფარგლება მხოლოდ სახლით, ოჯახით და სიყვარულით; სასიყვარულო გამოცდები დაუმროჩილოს გონებას; სასიყვარულო ურთიერთობებში გაფეტიშებული „ორმაგი მორალის“ უარყოფა; ახალი ქალი არ მალავს თავის სექსუალობას; 1923 წელს მან ჟურნალ "ახალგაზრდა გვარდიაში" გამოაქვეყნა "წერილი მშრომელ ახალგაზრდობას", რომელსაც პოეტურად უწოდა "გზა ფრთოსანი ეროსისკენ!". წერილში იგი ღიად უწოდებს ქორწინებას სოციალური უთანასწორობის პროდუქტს და მოუწოდებს მისი, როგორც ინსტიტუტის განადგურებას. ის ქმრებს უწოდებს „ქალების ყოფილ მფლობელებს“ და დეტალურად აღწერს ინტიმური ცხოვრების წესებს: „არა უმეტეს კვირაში ოთხჯერ და არა უმეტეს სამი საათი განმავლობაში“. 1917 წლის რევოლუციის შემდგომ ცნობილი დეკრეტების "მშვიდობის" და "მიწის" შესახებ შემდეგ, გამოიცა ლენინის დეკრეტები "ქორწინების გაუქმების" და "ჰომოსექსუალიზმის გამო სასჯელის გაუქმების შესახებ". ეს უკანასკნელი -შედიოდა „სამოქალაქო ქორწინების, შვილების და სამოქალაქო სტატუსის აქტებში რეგისტრაციის შესახებ“ კანონში, რომლსაც ხელი მოაწერა ლენინმა 1917 წლის 19 დეკემბერს. კერძოდ, ორივე დადგენილებაში ქალს უზრუნველოფილი იყო „სრული მატერიალური, ასევე სექსუალური თვითგამორკვევის“უფლებით, ასევე ქალს შეუძლია " თავისუფლად აირჩიოს სახელი, საცხოვრებელი ადგილი“. ამ განკარგულებების თანახმად, „სექსუალური კავშირი“ (მეორე სახელწოდებაა „საქორწინო კავშირი“) შეიძლება მარტივად გაფორმდეს და მარტივადვე გაუქმდეს . ქორწინება წარსულის გადმონაშთად გამოცხადდა. ახლა ახალგაზრდა თაობის აღზრდა იყო არა კერძო საქმე, არამედ საზოგადო. აი რას წერდა ტროცკის ერთ-ერთ წერილში ლენინი: „ყველა აკრძალვა, რომელიც ეხება სექსუალობას, უნდა მოიხსნას... ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი სუფრაჟეტებისგან: ერთსქესიანთა სიყვარულის აკრძალვაც კი უნდა მოიხსნას“. ახალგაზრდებში პოპულარობას იძენს ეგრეთ წოდებული ჭიქა წყლის თეორია - შეხედულებათა კომპლექსი სიყვარულზე, ქორწინებასა და სექსზე. თეორიის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა ისე უბრალოდ უნდა იყოს მოწყობილი, როგორც წყურვილის დაკმაყოფილება. ყველაფერი დანარჩენი ითვლებოდა ბურჟუაზიული ფასეულობებად. თუმცა, კლარა ცეტკინის მემუარების მიხედვით, ლენინს ამ თეორიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა, მას უწოდა „სრულიად არამარქსისტული და მით უმეტეს, ანტისოციალური“. თავად კლარა ცეტკინი მემუარებში "მოგონებები ლენინზე" წერდა:"რა თქმა უნდა, წყურვილი უნდა დაკმაყოფილდეს. მაგრამ ნორმალური ადამიანი ნორმალურ პირობებში ჩაწვება ქუჩაში ტალახში და დალევს გუბის წყალს? ან თუნდაც ჭიქიდან, რომლის კიდეებსაც ათიოდე ტუჩი შეეხო?" სხვათ შორის, ცენტრალური პრესაც აჰყვა ფეხის ხმას. გაზეთებში დაიწყო მაგალითად ასეთი ისტორიების გამოქვეყნება (პრავდა, 7 მაისი, 1925 წ.): „სტუდენტები ალმაცერად უყურებენ კომკავშირის იმ წევრებს, რომლებიც მათთან სექსუალურ კავშირზე უარს ამბობენ. ისინი თვლიან მათ როგორც წვრილბურჟუაზიულ რეტროგრადებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავი დააღწიონ მოძველებული ცრურწმენებისგან. სტუდენტებში დომინირებს აზრი, რომ არა მარტო თავშეკავება, არამედ დედობაც უნდა განიხილებოდეს როგორც ბურჟუაზიული იდეოლოგია...“ ასეთი საზოგადოებრივი განწყობის გამო სექსუალური დანაშაული ნორმად იქცა. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევა იყო ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა ჩუბაროვის შესახვევში, ლიგოვსკის პროსპექტთან, სანკტ-პეტერბურგში, როდესაც 20 წლის ლუბოვ ბელიაკოვა 26 ბიჭმა გააუპატიურა. 1924 წელს სსრკ-ში რადიკალური ნუდისტების მოძრაობა „ძირს სირცხვილი!“ გამოჩნდა, რომლის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ სიშიშვლე იყო დემოკრატიისა და თანასწორობის პერსონიფიკაცია. ისინი ქუჩებში დედიშობილა დადიოდნენ, ერთადერთი მხოლოდ მხარზე ფერადი ლენტი ჰქონდათ წარწერით „ძირს სირცხვილი!“ ა.რ. ტრუშნოვიჩი (სახალხო მუშათა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი)მათზე საუბრობს თავის წიგნში "კორნილოვიტის მოგონებები (1914-1934)": "1922 წელს დავესწარი საზოგადოების "ძირს სირცხვილის" რამდენიმე გამოსვლას. სრულიად შიშველმა, მორთული მხოლოდ ლენტით და წარწერით "ძირს სირცხვილი", კრასნოდარის მოედანზე გამომსვლელმა ტრიბუნიდან წამოიძახა: - ძირს ბურჟაზია! ძირს ცრუ სამღვდელოება! ჩვენ, კომუნარებს, არ გვჭირდება ტანსაცმელი, რომელიც ფარავს სხეულის სილამაზეს! ჩვენ მზის და ჰაერის შვილები ვართ! საღამოს იქით ჩავიარე, დავინახე წაქცეული ტრიბუნა, „მზისა და ჰაერის შვილები“ სცემეს. სხვა დროს მე და ჩემმა მეუღლემ დავინახეთ, როგორ ჩამოხტა ხალხი ტრამვაიდან, იგინებდნენ და იფურთხებოდნენ. შიშველი „მზისა და ჰაერის შვილების“ ჯგუფი ვაგონში შეიჭრა და აღშფოთებული ხალხი მათ განერიდნენ. ექსპერიმენტი ჩაიშალა, საბჭოთა ზნეობის მოციქულთა გამოსვლებმა ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ხელისუფლებას მოუწია შეეჩერებინა ეს უსირცხვილობა. ხელისუფლებაში სტალინის მოსვლის შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა, 1925 წლის დეკემბერში, ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის XIV ყრილობაზე, ბუხარინმა, გაილაშქრა ოპოზიციის წინააღმდეგ, გააკრიტიკა ზინოვიევი ახალგაზრდების ზნეობრივად დაცემის გამო და საზოგადოების ასეთი დეგრადაციის მაგალითებს შორის სხვებთან ერთად დაასახელა "ძირს სირცხვილის" საქმიანობა. 1638 3-ს მოსწონს
|