საზოგადოება
"სურათებს დიდი გაუგებრობა მოჰყოლია" - რას წერს ინგა გრიგოლია ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე
2022, 14 იანვარი, 16:53
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მის საუნივერსიტეტო კლინიკაში გავრცელებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ იქ მისვლა მას მხოლოდ ფილტვების გასაშუქებლად დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტელეაწამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გრიგოლიას თქმით, ის დღესდღეობით თავს კარგად გრძნობს და პასუხებიც კარგი აქვს.
"ჩემი და ხუზმიკას სურათებს კლინიკიდან, დიდი გაუგებრობა მოჰყოლია. კარგად ვარ))) მადლობა. ფილტვების გასაშუქებლად ვიყავი, პასუხები კარგია და წამოვედი სახლში, მადლობა მოკითხვისთვის. დამდეგს გილოცავთ", - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტისა და გადაცემა "თავისუფალი სივრცის" წამყვანის ვახო ხუმზიაშვილის კლინიკაში გადაღებულ ერთობლივ ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხვედრამდე კი ტელეწამყვანმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ფეისბუქმეგობრებს "ომიკრონის" სიმპტომების შესახებ ეკითხებოდა.
"“ომიკრონიანები“ ან გადატანილები ან ახლა ვისაც გაქვთ, გამომეხმაურეთ რა. მაინტერესებს ვირუსის განვითარების ამბები, დღეების მიხედვით, . დღეს მაქვს ოფიციალურად მეოთხე (ჩემი ვარაუდით, მეხუთე) დღე და ყველაზე სუსტად ვარ დღეს. ცუდად ყოფნის პიკი როდის გქონდათ, მერამდენე დღეს?" - ვკითხულობთ გრიგოლიას პოსტში.