თეატრი „მე შევეკამათე, რომ ეს აუცილებელია ჩვენი სპექტაკლისთვის!“ - რა ისტორიას იხსენებს რობერტ სტურუა 2022, 14 იანვარი, 15:52 რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წარსულიდან საინტერესო ისტორიას იხსენებს. „მ ო გ ო ნ ე ბ ა. ერთი სპექტაკლი დავდგი რუსთაველის ეროვნულ თეატრში, სადაც მონაწილენი, რამაზ ჩხიკვაძის მეთაურობით მღეროდნენ რაფიელ ერისთავის ტექსტზე( ვის ახსოვს?!) გია ყანჩელის გულშიჩამწვდომ მელოდიას: “…ა რ გ ა ვ ც ვ ლ ი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა ა რ გ ა ვ ც ვ ლ ი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..” მაშინ ჩვენი თეატრის დასის გამგე ბრწყინვალე ადამიანი, იმერელი კაცი და ნიჭიერი მსახიობი ვანო ჯინჯიხაძე იყო! ნახა სპექტაკლი, მოეწონა და მითხრა, რომ სპექტაკლში ხშირად მღერიან:”არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოსო…” მე შევეკამათე, რომ ეს აუცილებელია ჩვენი სპექტაკლისთვის! გაეღიმა და მკითხა: - მერე ვინ გიცვლის?“, - იხსენებს რობერ სტურუა „ფეისბუქზე“. 345 1-ს მოსწონს
|