x
„მე შევეკამათე, რომ ეს აუცილებელია ჩვენი სპექტაკლისთვის!“ - რა ისტორიას იხსენებს რობერტ სტურუა
image
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წარსულიდან საინტერესო ისტორიას იხსენებს.



„მ ო გ ო ნ ე ბ ა.

ერთი სპექტაკლი დავდგი რუსთაველის ეროვნულ თეატრში, სადაც მონაწილენი, რამაზ ჩხიკვაძის მეთაურობით მღეროდნენ რაფიელ ერისთავის ტექსტზე( ვის ახსოვს?!) გია ყანჩელის გულშიჩამწვდომ მელოდიას:


“…ა რ გ ა ვ ც ვ ლ ი


სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა

ა რ გ ა ვ ც ვ ლ ი

მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..”


მაშინ ჩვენი თეატრის დასის გამგე ბრწყინვალე ადამიანი, იმერელი კაცი და ნიჭიერი მსახიობი ვანო ჯინჯიხაძე იყო!


ნახა სპექტაკლი, მოეწონა და მითხრა, რომ სპექტაკლში ხშირად მღერიან:”არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოსო…” მე შევეკამათე, რომ ეს აუცილებელია ჩვენი სპექტაკლისთვის! გაეღიმა და მკითხა:

- მერე ვინ გიცვლის?“, - იხსენებს რობერ სტურუა „ფეისბუქზე“.


0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0