x
"ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა... ხომ დამტკიცდა, რომ სამი წელი ტყუილად ატარეს პროკურატურაში" - ინგა გრიგოლია

image
"ტვ პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ეხმიანება, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ.


"ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა. ხომ დამტკიცდა, რომ სამი წელი ტყუილად ატარეს პროკურატურასა და სასამართლოში, აბრალეს ყველანაირი საზიზღრობა! ვითომ საქმის ხანდაზმულობის გამო აღარ ვიჭერთო, გადასარევად იცოდა ხელისუფლებამ, რა მძიმე საერთაშორისო რეაქციები მოყვებოდა დაჭერას და ასე გამოძვრა. და მოსამართლე რომ ნაწერს ვერ კითხულობდა რაღაც მომენტში?", - წერს ინგა გრიგოლია.


შეგახსენებთ, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.


0
344
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0