"—Სად მიდიოდი?
—ამერიკაში.
—თურქეთზე გავლით?
—თურქეთზე გავლით!
—კი მაგრამ, სამშობლო? —ვკითხე მე.
—რომელი სამშობლო? —მკითხა აგდებულად.
—შენი სამშობლო!
—დავიღალე ამ სამშობლოთი, —წამოხტა იგი. —სკოლაში- სამშობლო, სახლში- სამშობლო, რადიოში- სამშობლო, ტელევიზორში- სამშობლო. Ჩემი სამშობლო იქაა, სადაც ბედნიერი ვიქნები!
—აქ უბედური ხარ?
—დიახ უბედური ვარ, მშობლებს ჩემი არ ესმით, მე- მათი, ყველაფერს მიკრძალავენ, ჩემს სულში ხელებს აფათურებენ, პირადი ცხოვრება არ მაქვს, მუდამ ვიღაცის თვალსა და ხელს ვგრძნობ, თავისუფლება მინდა მე, რაც მსურს, ის მინდა ვაკეთო...
—ამერიკაში რასაც გსურს იმას გააკეთებ?
—დიახ! იქ იმას აკეთებენ რაც უნდათ, როგორც უნდათ, ისე ცხოვრობენ!
ისე მომინდა მივსულიყავი და ყური ამეხია, რომ ხელისგულიც კი მომეფხანა, მაგრამ თავი შევიკავე.
—რა განათლება გაქვს? —ვკითხე
—საშუალო!
—პროფესია გაქვს რამე?
—არა!
—ფული გაქვს?
—არა!
—რომელიმე უცხო ენა იცი?
—არა!
—მერედა სად მიდიხარ შე კრეტინო! უცხოეთში პურს ვინ მოგიტეხავს, წყალს ვინ მოგაწვდის, თუ გგონია ხელისგულზე გატარებენ! Ზუსტად იმდენ დღეში აღმოგხდება სული რამდენი დღეც შეუძლია ადამიანს უჭმელი გაძლოს...
Მან თავი ჩაღუნა ხმას აღარ იღებდა...
ვუცქეროდი ამ გზააბნეულ, გაბრიყვებულ, გადაგვარებულ ტიპს და გული ხან ბოღმით, ხან სიბრალულით მევსებოდა. იგი საოცრად მაგონებდა ერთ ახალგაზრდა მორფინისტს, რომელიც ხშირად მხვდებოდა ჩემი სახლის სადარბაზოში, გაბრუებული, რომელიც დაახლოებით ასე დამელაპარაკა, როცა სახლში შევიყვანე და ჭკუის დარიგება დავუწყე. იგი ჩიოდა, რომ მშობლებმა ვერ გაუგეს, რომ ცხოვრებას აზრი არა აქვს, რომ ყველაფერი არარაობაა და რომ ერთადერთი საშველი ამ ცხოვრებაში თავდავიწყებაა... Და ახლა, როდესაც ვუცქეროდი ამ ბაიასავით გაყვითლებულ ახალგაზრდას საშინელმა ეჭვმა შემიპყრო.
—აბა სახელოები აიწიე! —ვუბრძანე.
—რატომ? - მკითხა და შეცბა
—აიწიე სახელოები!
—რა საჭიროა? —გამიძალიანდა.
—აიწიე სახელოები! —ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
Მან უხალისოდ დაიწყო ხელების დაკოტავება და, რომ წამოიშიშვლა მკლავები, ვენებზე ნანემსარები დავინახე.
—რა არის ეს?
—სისხლნაკლული ვარ, გლუკოზას ვიკეთებ! —თქვა მან და თვალი გამიშტერა.
—მორფინისტი ხარ! —ვუთხარი მე.
—ავადმყოფი ვარ! —თქვა მან და თვალი ამარიდა.
—ავადმყოფი კი არა, მორფინისტი ხარ, გაზულუქებული, ნაბიჭვარი მორფინისტი. იცი შენი გულისთვის როგორი ბიჭი დაიღუპა?!.. —ვიგრძენი ხმა ამიკანკალდა.
"ნუ გეშინია დედა"
Ნოდარ დუმბაძე
"Ნუ გეშინია დედა" - 1971 წელს დაიწერა. მეჩვენება, რომ თემა კვლავ აქტუალურია.
შემოვხაზე და სახლში ოჯახის წევრებსაც წავუკითხე... Მოეწონათ, მთხოვეს და Მერე მივყევი და ყველა ის შემოხაზული, ამონარიდი წავუკითხე ასე, რომ მომეწონა ... Ზოგან იტირეს კიდეც...
ფილმიცაა... "გზა მშვიდობისა ჯაყო", Ახლოსაც ვერ მივა, შედევრი წიგნია და უკეთესს იმსახურებდა... Ძალიან მომეწონა...
დუმბაძე თვითონ შედევრია, რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, სულ სხვანაირად ხედავ და გესმის, სულ ახალ -ახალი აღმოჩენების და სიტუაციების მომსწრე ხდები. თითქოს არც არასდროს წაგიკითხავს. თითქოს ზეპირად იცი, მაგრამ მაინც ხვდები ახალს, საინტერესოს და განუმეორებელს.