ტექნიკური ციციკორესი და მატარებლის არ იყოს, ახალ ეშმაკს ხომ არ წამოავლო კაცობრიობამ კუდში ხელი 2022, 11 იანვარი, 19:56 დიდი სიმპათიები შეიძლება არ გქონდეს ჩინეთისადმი, მაგრამ მის ტექნოლოგიებზე ეს არ ვრცელდება . ჩინეთის მიღწევები თერმობირთვული სინთეზის სფეროში უკვე იმდენად შთამბეჭდავია, რომ XXI და შემდგომი საუკუნეები უეჭველად ჩინეთისაა (თუკი ამ საუკუნეებს დადგომა უწერიათ) . სწორი ყოფილა ალექსანდრე მაკედონელი, როცა იძახდა, დანარჩენი მსოფლიო აღმოჩნდება მის ხელში, ვინც ჩინეთზე იბატონებსო... ასეა თუ ისე, მსოფლიომ დაინახა, რომ პლაზმა მზეზე ხუთჯერ მეტად გაცხელდა (70 000 000 ცელსიუსამდე) და 17 წუთი იქნა შენარჩუნებული! სუპერმზე, ოღონდ ხელოვნური... ისე ციციკორესი და მატარებლის არ იყოს, ახალ ეშმაკს ხომ არ წამოავლო კაცობრიობამ კუდში ხელი? ჯერჯერობით პატარა რქებიან პლაზმურ ეშმაკს.. არ დაბლოკოთ ეს სტატიაც, რამდენიმე წელიწადში, დამბლოკავებმა თვითონვე რომ არ დაუწყოთ ძებნა. 165 1-ს მოსწონს
|