x
"რა ქნას მეტი სამ მილიონიანმა ერმა?" - რას წერს ლალი მოროშკინა ქართველების შესახებ

image
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საქართველოს ბოლოდროინდელ მიღწევებს აჯამებს და ოპტიმისტურ პოსტს აქვეყნებს.

“რამდენიმე "პროცენტზე" გაყიდული ექიმის გამო, ნუ გადავუვლით საქართველოს, რამდენიმე სულგაყიდული "ჩინოვნიკის" გამო ნუ ავიმძაღებთ სულს, ყველას კარგად გვესმის, რომ დიდ ბიოლოგიურ ომში ვართ, რომელიც უფრო "მომგებიანი" აღმოჩნდა თვით ნარკოტიკის და იარაღის ბრუნვაზე!

ჩვენ შეიძლება ვაგებთ ბრძოლებს, მაგრამ მოვიგებთ ომს!!!!! იმიტომ რომ ყველაზე მაგრები, ნიჭიერები და უძლეველები ვართ!!!

სანამ ევროპა კანკალებდა, ჩვენ არნახული მეჯლისი მოვაწყვეთ, სანამ მსოფლიო გოდებდა, ჩვენ "დავღეჭეთ" ოლიმპიადა და უმაგრესი რეზულტატით დავბრუნდით, ჩვენ ცეცხლი დავანთეთ ყინულზე და ოქრო წამოვიღეთ, ჩვენს ხმალს და რაპირას წამოეგო სრულიად მსოფლიო, პარაოლიმპიელებმა საოცრებები დაატრიალეს და საქმით დაამტკიცეს, რომ სულის სიძლიერე უზენაესია!

ჭადრაკის დედოფალმა კვლავ იდედოფლა, ყველაზე მძიმე წონაც დაძლეულია! ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა დაადუღეს მსოფლიო სცენები, ასეთი ხმები, ასეთი შესრულება, ასეთი თავგანწირვა.. ჩვენმა გენოფონდმა ფეხზე დააყენა მსოფლიო!

მივიღეთ ჯილდოები მსოფლიო კინო ფესტივალებიდან! რა ქნას მეტი სამ მილიონიანმა ერმა? მართალია მავანთა აღწერით უკვე ჩინეთს ვადავასწარით რაოდენობით, ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს! ისე კი მადლობა თითოეულ ჩვენთაგანს, ეს ჯიში უძლეველია!!!!, - წერს ლალი მოროშკინა "ფეისბუქზე".

1
443
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
443
  
2022, 10 იანვარი, 13:55
და ეს ქალი მინისტრი იყო? და ამასთან ერთად მწერალია?რეებს ბოდავს?შარშანაც რაღაც აბსურდულ იდიოტებობს ბოდავდა...
0 1 1