კონფლიქტები "ამდენ მის მხარდამჭერ და საზარბაზნე ხორცის ფუნქცია შეთავსებულ რეგვენს რა გეშველებათ აა?!" - ედუარდ ჯიშკარიანი 2022, 8 იანვარი, 17:57
"ყაზახეთში სამ დღიანი "ამბოხი" დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი.
რუსეთის 58-ე არმია(ОДКБ ფარგლებში) სრულად აკონტროლებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიქტებს. ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 70 წარმომადგენელი ალმაატის საკოლმეურნეო ბაზარს. ეხლა კითხვა მინდა დაუსვა იმ ე.წ. ყაზახეთის სცენარის საქართველოში მოსურვეებს: - თურქეთში 2016 წლის გადატრიალების მცდელობით ვინ მოიგო? ვისი სტრატეგიული პარტნიორი გახდა აღმოჩენილი "დახმარების" სანაცვლოდა თურქეთი? ვისი ს-400 კომპლექსები განათავსა თავის ტერიტორიაზე? თურქეთის თანხმობის შედეგად ვისი ჯარი ჩადგა და ვისი ბაზები განთავსდა სირიაში? - სომხეთში 2018 წლის ე.წ. გადატრიალების შედეგად ვინ მოიგო? ვისი კონტროლ ქვეშ გადავიდა ყარაბახი? ვისი ბაზები განთავსდა გიუმრის შემდეგ ყარაბახში და ვინ აიღო "მედიატორის" როლი კომფლიქტურ მხარეებს შორის? ვინ არის დღეს ОДКБ-ს ხელმძღვანელი და ვისი ხელმოწერით შევიდა კოლექტიური თავდაცვის შეიარაღებული ძალები ყაზახეთში? - ბელარუსიაში 2020 წლის გადატრიალების მცდელობით ვინ მოიგო? ვისზე გახდა ლუკაშნკო მთლიანად დამოკიდებული?! - რაო, კვლავ საქართველოც ჩადგა დღის წესრიგში? - მეტი სახმელეთო დერეფნებია საჭირო? - 2008 წელს გადაცემული ტერიტორიებზე მოწყობილ ბაზებს მეტი საგზაო იმფრასტრუქტურა ჭირდება რეგიონში განთავსებული სამხედრო ბაზებთან დასაკავშირებლად? - ვერ აამუშავა ბიძია ტიმურიმ მე-5 კოლონა? ის გისოსებში მთავსებული საერთაშორისო წარმომავლობის ავანტიურისტი, რასაც აკეთებდა და რასაც აკეთებს, გასაგებია?! მაგრამ ეს ამდენ მის მხარდამჭერ და საზარბაზნე ხორცის ფუნქცია შეთავსებულ რეგვენს რა გეშველებათ აა?!)) P.S. უკრაინაზე არაფერს დავწერ, უბრალოდ არც ღირს". 349 2-ს მოსწონს
|