x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო" - ალექსანდრე ზაზარაშვილი
image

მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილს პაპა გარდაეცვალა, მოზარდი საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

"ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო ძალიან მიყვარდი, მიყვარხარ, და მეყვარები ყოველთვის… ყველაზე თბილი და გულკეთილი ადამიანი იყავი ხოლმე, პატარაობიდან ყოველთვის მიყვარდა შენთან წამოსვლა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ შენს სამსახურში მამღერებდი, მერე კიდევ ხინკალს მაჭმევდი, ამაყად ყველას აცნობდი ჩემს თავს სამსახურში, ჯერ კიდევ მაშინ როცა არავინ მიცნობდა, და როგორც კი შანსი ჩაგივარდებოდა მამღერებდი ხოლმე, მერე კი უკვე როდესაც გავიზარდე, ამერიკაში წამოვედი, აქ მირეკავდი და მიყვებოდი ამბებს, სადაც არ უნდა წასულიყავი და რომ იტყოდი ზაზარაშვილი ვარო ყველა რომ გეკითხებოდა თურმე რომ ჩემი ვინმე თუ იყავი… რამდენადაც არარეალური და მტკივნეული ეს ყველაფერი არის, დღეს შენ აღარ ხარ, მაგრამ მე გპირდები რომ შენი გვარი ყოველთვის იქნება, ვიცი რომ ამ შობა დღეს უფალი უმიზეზოდ არ წაგიყვანდა, შენ სამოთხეში ხარ. უფალს უყვარხარ, და კიდევ ათასობით ადამიანს შენი ამ ქვეყანაზე ცხოვრებისას გაკეთებული სიკეთეების გამო მიყვარხარ და ყოველთვის ჩემს გულში იქნები, პაპი".


ასეთი პაპა მყავდა მე! ყველას რომ უყვარდა დამსახურებულად ♥️ მის სამსახურში ვარსკვლავიც კი გაუხსნეს ???? ეჰ, არც კი ვიცი ოდესმე თუ შევძლებ იქ მისვლას, შენს გარეშე არ წარმომიდგენია მანდაურობა, მიყვარხარ და ძალიან მენატრები" - წერს ახალგზარდა მომღერალი.




შეგახსენებთ, გასულ თვეში ალექსანდრე ზაზარაშვილმა აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში ჩატარებულ „ნიჭიერში“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმმა და თავად 15 წლის ქართველი მომღერალმა გაავრცელა.

image

მანამდე, 2019 წელს ზაზარაშვილმა უკრაინულ "ვოისში" გაიმარჯვა.



0
209
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0