x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამაზე გა@ახსირებული ნაძირალა მეორე არ ვიცი"- ვისზე საუბრობს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ექსპერტიზასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის პირველ კომენტარს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "ნაძირალას" უწოდებს.


"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამარცხვინო და ყალბ დასკვნას ხელს აწერს და ეთანხმება გარდაცვლილის მხარის მიერ ჩართული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

შაქარაშვილის საქმეზეც გარდაცვლილის მხარის მიერ ჩართული რომ იყო და სახელმწიფო ექსპერტიზას რომ ასწრებდა სიყალბეში და “დაიხრჩოო” რომ აცხადებდა, აი ის “ექსპერტი” გეჯაძე.

ამაზე გათახსირებული ნაძირალა მეორე არ ვიცი" – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.


"ხელი რადგანაც მოწერილი მაქვს, ე.ი ვეთანხმები –ასეთი იყო დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის პირველი კომენტარი "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების ექსპერტიზასთან დაკავშირებით.


შეგახსენებთ, რომ "UNESCO"-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებ- გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს დაშავდა და ამის გამო 11 ივლისს გარდაიცვალა.


"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების გამჭვირვალობა და ყოვლისმომცველობა", – წერს "UNESCO"-ს გენერალური დირექტორი.

0
907
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
907