x
image
თუთიკო ბერძენა
შენ ვერაფრით დაეხარები მას, თუ დახმარება თვითონ არ სურს



image
არიან ადამიანები, რომელთაც ჰუმანური სურვილი აქვთ, გადარჩნენ არა მარტო თვითონ, არამედ სხვა ადამიანებიც გადაარჩინონ, იძლევიან კეთილგონივრულ რჩევებს, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ, ცდილობენ ხელი გამოგვიწოდონ, როცა ჭაობში ვიძირებით, წერენ მემუარებს, რომ წავიკითხოთ და გავიაზროთ, არსებობენ ფსიქოლოგები ჩვენი ფსიქოლოგიის გადასარჩენად, მაგრამ ჩვენ ვერავის გადავარჩენთ, როცა გადარჩენის სურვილი თვითონ არ აქვთ, ან აქვთ, მაგრამ სწორი გზა მხოლოდ ჭაობის სიღრმისკენ მიმავალი გზა ჰგონიათ.

მწერალი და სულიერი მასწავლებელი ჯეფ ფოსტერი ეხმარება მკითხველს მთელს მსოფლიოში გაითავისონ თავიანთი ცხოვრება და საკუთარი თავი მასში. The Watkins Review-ის თანახმად, 2012 წელს იგი დასახელდა სულიერებაზე 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის მსოფლიოში, რომლებიც დღეს ცხოვრობენ. ბევრი არაფერია ცნობილი მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ: დაიბადა 1980 წელს ლონდონში, გაიზარდა ინგლისში, სწავლობდა ასტროფიზიკას კემბრიჯში. აქვს ისეთი რეალისტური და გონივრული იდეები, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.


image

ჯეფ დოსტერი: "ვერავის გადაარჩენ. შეგიძლიათ იყო სხვებთან, შეგიძლია შესთავაზო დახმარება, საღი აზრი, სიმშვიდე. შეგიძლია გაუზიარო სხვებს შენი გზა, შესთავაზო შენი ხედვა. მაგრამ სხვების ტკივილებსს ვერ გაუძლებ. სხვების მაგივრად მის გზას ვერ გაივლი. ვერ მისცემ სწორ პასუხებს, ან პასუხებს, რომლებსაც სხვები ახლავე აითვისებენ. მათ მოუწევთ პასუხის პოვნა, საკუთარი კითხვების დასმა, საკუთარ დაუცველობასთან მეგობრობა. მათ მოუწევთ საკუთარი შეცდომების დაშვება, საკუთარი სევდის გრძნობა, საკუთარი გაკვეთილების სწავლა. თუ მათ ნამდვილად სურთ მშვიდობა, მათ მოუწევთ ენდონ გზას, რომელიც უფრო ნათელი ხდება მათი წინსვლისას. შენ არ შეგიძლია მათი განკურნება. არ შეგიძლია გაფანტო მათი შიში, მათი რისხვა, მათი უმწეობის გრძნობა. მათ ვერ გადაარჩენ... ვერაფერს გამოასწორებ. თუ ძალიან ძლიერად იმოქმედებ, მათ შეუძლიათ გადაუხვიონ თავიანთი უნიკალური გზიდან. შენი გზა შეიძლება არ იყოს მათი გზა".

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, მაშინ რაღაა ინტერაქცია ადამიანებს შორის, თუ ერთმანეთზე გავლენის მოხდენაც არ შეგვიძლია? რა შემიძლია საერთოდ? ამას ფოსტერი მშვიდად პასუხობს:

"შენ შეგიძლია, აიღო პასუხისმგებლობა თქვენს „სიტყვებსა და საქმეებზე“. შეგიძლია ინანო წარსული, მაგრამ, მომხდარის „წაშლა“ ან შეცვლა -აღარ, ვერ გააკონტროლებ მომავალსაც. ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ „იყო“ მათთან აქ და ახლა. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი სხვების ბედნიერებაზე და ისინი არ არიან პასუხისმგებელნი შენსაზე.

შენი ბედნიერება გარედან არ მოდის და თუ მოდის მაშინ ეს არის დამოკიდებული, მყიფე ბედნიერება, რომელიც მალე გადავა მწუხარებაში. შენი ბედნიერება ურთიერთკავშირშია შენს ყოფნასთან, შენს კავშირთან, შენს სუნთქვასთან, სხეულთან, "დედამიწასთან". შენი ბედნიერება არ არის პატარა და შეუძლებელია მისი „მოშორება“ შიშით, ბრაზით და თუნდაც ყველაზე ძლიერი სირცხვილით. შენი ბედნიერება არ არის მდგომარეობა, არც წარმავალი გამოცდილება, არც გამოცდილება და არც გრძნობა, რომელიც სხვებს შეუძლიათ მოგცენ. შენი ბედნიერება არის გულის გაუთავებელი, ყველგანმყოფი, შეუზღუდავი სივრცე, რომელშიც სიხარული და სევდა, ნეტარება და ლტოლვა, თავდაჯერებულობა და ეჭვი, მარტოობა და "დაკავშირება", თუნდაც შიში და ძლიერი სურვილი, ერთმანეთს ენაცვლებიან, როგორც წვიმიანი და მზიანი ამინდი.

ვერავის გადაარჩენ. შენ თვითონ ვერ გადარჩები, თუ ხსნას ეძებ. არ არსებობს „ის ვინც შეგიძლია გადაარჩინო, დაკარგო, დაიცვა, „გახადო“ იდეალური ან იდეალურად ბედნიერი. გაუშვი ნებისმიერი შეუძლებელი იდეალი. შენ ლამაზი ხარ შნი არასრულყოფილებით, აღმაშფოთებლად სრულყოფილი თქვენს ეჭვებში, გიყვართ სიყვარულის შეუძლებლობაც კი. შენი ყველა ეს ნაწილი მოცემულობაა, ისინი ყველა ნაწილია და შენ არასოდეს ყოფილხარ მთლიანზე ნაკლები.

სუნთქავ, იცი რომ ცოცხალი ხარ. თქვენ გაქვთ უფლება იყოთ, იარსებოთ, იგრძნოთ ის, რასაც გრძნობთ, იფიქროთ იმაზე, რასაც ფიქრობთ. თქვენ გაქვთ უფლება სიხარულის და უფლება მწუხარების. და ეჭვების უფლებაც. შენ გაქვს უფლება შენი გზით იარო. სწორი და არასწორი ყოფნის უფლება, ამ გიგანტური ბედნიერების უფლება, რომელიც იცოდი, როცა პატარა იყავი. შენ სუნთქავ და განუყოფელი ხარ სიცოცხლის ძალისგან, რომელიც „აცოცხლებს“ ყველაფერს, რომელიც იცნობს საკუთარ თავს, როგორც ყველა არსებას, ავლენს თავს ამ წარმოუდგენლად მშვენიერი, საოცარი არსების ყოველ წუთში.

შენი თავი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები. ის ასოცირდება მთვარესთან, გაუთავებელ კოსმიურ სივრცესთან, უცნობი მიმართულებით მოციმციმე კომეტებთან, დროის „დავიწყებასთან“ და მარტოობის სიყვარულთან".

ესაა ადამიანის კოსმიური არსებობა სივრცისა და დროის უკიდეგანო მასშტაბებში, თუმცა ადამიანის სოციალური ყოფა და ყოველდღიურობა დაკავშირებულია იმაზეც, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები. ამ ყოველდღიურობაში ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანის არათუ დახმარება და ხელის წაკვრა, არამედ განადურებაც, რაგინდ ცნობადი და დიდიც არ უნდა იყოს მწერალი ან სულიერი მასწავლებელი, უნდა გაარყიო საკუთარი თავი. და ისე უნდა გაარყიო, რომ ბრმად არ შეისრუტო არანაირი პროპაგანდა, არანაირი ნეიროლინგვისტიკა, არანაირი გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცე. მერე რა, რომ ფოსტერი ამას ლამაზად ამბობს და ჰიპნოზურ გავლენას ახდენს ადამიანებზე. მთავარია შენ როგორ ფიქრობ. თუმცა შნს ფიქრთან დასაპარალელებრად ფოსტერიც კარგია და ნებისმიერი ცნობილი და "დიდი" ადამიანის გამონათქვამიც.

ალბათ, უფრო სწორია:შენ ვერაფრით დაეხარები მას, ვისაც საკუთარი თავის დახმარება თვითონ არ სურს...

0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0