x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამაყი ვარ, რომ ჩემს ძარღვებში ნაწილობრივ ყაზახური სისხლი ჩქეფს" - ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
image

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ყაზახეთთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ პოსტები, მიხეილ სააკაშვილის "ციტატებით", რომელსაც სინამდვილეში სიმართლესთან არავითარი კავშირი არა აქვს.

ასე მაგალითად მედია გვერდმა „ეროვნული ამბები - National News” გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის სიტყვების დამახინჯებული ინტერპრეტაცია სათაურით: "რაც ყაზახეთში ხდება, ჩემი დამსახურებაცაა, დედაჩემი ხომ ნახევრად ყაზახია".

image

"ვულოცავ ყაზახ ხალხს! რაც იქ ხდება ჩემი დამსახურებაცაა. პირადი მაგალითით ვანახე სხვა ერებს - როგორ უნდა დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველამ კარგად იცის, რა დამოკიდებულება მაქვს ამ ქვეყნის მიმართ, დედაჩემიც ნახევრად ყაზახია და შესაბამისად, რა ფორმითაც შემეძლო, ყველანაირად ვიყავი ჩართული ამ მოვლენებში. ყაზახური სცენარის განმეორება საქართველოშიც გარდაუვალია! მთავარია, ჩვენმა ხალხმაც ააზვირთოს პროტესტის ტალღა, რომელსაც ვეღარაფერი შეაჩერებს! დიქტატურა მალე საქართველოშიც დასრულდება!"

რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენთაგანი ამ პოსტს უბრალოდ სარკაზმულ ხუმრობად ჩათვლის, თუმცა არის საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც სერიოზულად სჯერა ამის, ეს კომენტარებიდანაც კარგად ჩანს.

კიდევ ერთი ყალბი პოსტი გავრცელდა, სადაც სადაც მიხეილ სააკაშვილის ფოტოზე გაყალბებული ციტატაა დატანილი: „თვალს ვერ ვაცელ ახალ ამბებს და სიხარულით ვუმზერ იმას, რაც ყაზახეთში ხდება. ამაყი ვარ, რომ ჩემს ძარღვებში ნაწილობრივ, ყაზახური სისხლი ჩქეფს“.

image


სინამდვილეში კი ყაზახურ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი პოსტი ასე გამოიყურება:

"მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.

ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მივხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის.

​ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0