x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ციყვი მადლიერების ნიშნად ამერიკელთა ოჯახს თხილით ამარაგებს
image

წლების წინ ცოლ-ქმარმა ცხოველი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს.



ამერიკელთა ოჯახი, გვარად ჰარისონები, მთელი ცხოვრება ქალაქგარეთ ცხოვრობენ. წყვილი ყოველთვის ოცნებობდა ბუნებაში ცხოვრებაზე, რადგან უყვართ სუფთა ჰაერი და ცხოველები.


12 წლის წინ, 2009 წლის ოქტომბერში საკუთარი სახლის ეზოში მათ დაინახეს დღნაჩვი, რომელზეც თავზე დიდი ბუ დატრიალებდა. მათ ფრინველი დააფრთხეს, ხოლო დაშავებული ციყვი სახლში შეიყვანეს და მისი მოვლა-პატრონობას დაიწყეს.


image

ცხოველს ბელა დაარქვეს. როცა ციყვი გამოჯანმრთელდა, ჰარისონებმა იგი ველურ ბუნებაში გაუშვეს.


თუმცა ამით ისტორია არ მთავრდება. წლების განმავლობაში ბელა რეგულარულად სტუმრობდა თავის მხსნელებს და როგორც სტუმარს შეეფერება, ხელცარიელი კი არა მოდიოდა, არამედ პაწაწინა თათებით ჰარისონებისთვის თხილი მოჰქონდა.

image


ბელას უყვარს ფოტოების გადაღება. მას სოცქსელში საკუთარი გვერდიც კი აქვს 35 ათასზე მეტი გამომწერით.


image

image


ერთხელაც ბელა ჰარისონების სახლში დარჩა რამდენიმე თვე, რადგან მაკედ იყო.

image

„ნამდვილად გასაოცარი იყო იმის დანახვა, თუ ეს პაწაწუნა, რომელსაც მე ვზრდიდი როგორ ზრდის ახლა საკუთარ შვილებს “, - დაწერა ბრენტლი ჰარისონმა, დღნაჩვების დაბადების შემდეგ.

როცა პატარა ციყვები წამოიზარდნენ, ბელამ ისინი ტყეში წაიყვანა. მაგრამ მან ადამიანთა ოჯახის მონახულება არ შეწყვიტა.

image

ახლახან ჰარისონები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად და ძალიან გაუკვირდათ, როცა თავიანთი ახალი სახლის ეზოში ისევ ციყვი აღმოაჩინეს

image


- დღეს გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ციყვი ბეტი! ახალი სახლის შეძენის დღეს ვნახეთ ის და მივხვდით, რომ სწორედ ბელამ მოგვცა ნიშანი, - ამბობს ბრენტლი ჰარისონი.


ციყვის გარდა, ჰარისონებს ჰყავთ ხუთი ძაღლი. და დროდადრო ჩნდებიან ახალი ცხოველები, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან მათ სახლში.

image


-შეხედეთ ამ პატარა ოპოსუმს- ამბობს ბრენტლი. - მიყვარს ოპოსუმები, კარგია გარემოსთვის. ეს ცხოველი ღამით ჩვენთან დარჩება, დილით კი ვეტერინართან წავიყვანთ.

image

ჰარისონების მეგობრები გაოცებას ვერ მალავენ მათი უაღრესად ჰუმანურობის და სიკეთის გამო და ყოველ ჯერზე, როცა მიტოვებულ ცხოველს ხედავენ, ისინი მიმართავენ მათ რჩევისთვის და დახმარებისთვის, რადგან ჰარისონებმა ყოველთვის იციან, სად შეუიძლება თავშესაფარი გამოინახოს ჩვენი პატარა მეგობრებისათვის.

0
157
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0