x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ

image
მრავალი კადრის გადაღების დროს რთულია, შეცდომა არ გაგეპაროს, ალბათ, ყველა ფილმში შეიძლება ისეტი დეტალის პოვნა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. კინომოყვარულებს კი, რომლებიც საყვარელ ფილმებს ათჯერ მაინც ნახულობენ, შეცდომები არ გამოეპარებათ.

1. პ.ს. მე შენ მიყვარხარ

ფილმი მოგვითხრობს ქალის ისტორიას, რომელიც ცხოვრობს გარდაცვლილი ქმრის მწარე მოგონებებით და მას, როგორც ჩანს, შეუძლია შეცვალოს კედელზე არსებული საგნები. მაგალითად, ამ სცენაში ვხედავთ სურათს ბუშტებით, ხოლო შემდეგ კადრში მის ადგილას უკვე ჩიტის გამოსახულებაა.image

2. უბის წიგნაკი

უბის წიგნაკი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიული ფილმია. თითქმის ვერავინ შეამჩნია, რომ სცენაში, როდესაც ელი ზღვაში შერბის, ჯერ თმა მთლიანად მშრალი აქვს, შემდეგ კი უცებ სველი უჩანს, მიუხედავად იმისა, რომ წყალში ბოლომდე არც შესულა.image

3. იჩქარე შეიყვარო

2000-იანი წლების ალბათ ყველაზე გულისამაჩუყებელი ფილმი, რომლის ყურებისას ბევრს უტირია. ალბათ, ამ ემოციებში ბევრმა ვერ შენიშნა სცენა, სადაც ჯეიმის ზურგჩანთა უცებ ქრება.
image

4. Mamma Mia!

მიუზიკლი "Mamma Mia!" ძალიან წარმატებული გახდა ჯგუფ ABBA-ს უკვდავი ჰიტებისა და ცნობილი მსახიობების წყალობით. მაგრამ შეცდომები კადრებში აქაცაა გაპარული. მაგალითად, როდესაც სიმღერის დროს „Money, Money, Money“ მერილ სტრიპის პერსონაჟი სა
მზარეულოში შემოდის, მაგიდაზე გაზეთი დევს, შემდეგ კადრში კი ის ქრება.image

5. წერილები ჯულიეტას

რომანტიკული დრამა ამანდა სეიფრიდის მონაწილეობით. ის ცდილობს დაეხმაროს ვანესა რედგრეივის გმირს ახალგაზრდობის სიყვარულის პოვნაში. მათ ერთად სცენაში ვანესა მთავარ გმირს თმას ივარცხნის. პირველ კადრში თმას უკან უწევს, შემდეგ კადრში კი თმა ისევ წინ აქვს ჩამოშლილი.image

6. 50 პირველი პაემანი

ფილმი ბევრს უყვარს საინტერესო სიუჟეტისა და მსახიობების, დრიუ ბერიმორის და ადამ სენდლერის ქიმიის გამო. შეამჩნიეთ სცენა? სადაც ერთ კადრში წყლის ჭიქა უცებ ყავის ჭიქად იქცევა?image

7. საუკეთესო მეგობრის ქორწილი

საუკეთესო მეგობრის ქორწილი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რომანტიკული კომედიაა. მასში ჯულია რობერტსმა „Pretty Woman“-ის წარმატება გაიმეორა. აქ მთავარი გმირების სიყვარულის ისტორია იმდენად მომხიბვლელია, რომ დაშვებული უმნიშვნელო შეცდომების შემჩნევა გაგიჭირდებათ. მაგალითად, სცენაში, სადაც ჯულსი გარბის მატარებლის სადგურზე მაიკლის საპოვნელად, უკან ჩანს 2 მამაკაცი ვერცხლისფერი ჩემოდნით. როცა ქალი მის გვერდით ჯდება, იგივე ხალხი ისევ იმავე ადგილას დადის ჩემოდნით.image

8. ნამდვილი სიყვარული

რომ-კომი შთამბეჭდავი მსახიობებით და მრავალი გადახლართული სიუჟეტით. ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებისას ზოგიერთი დეტალი ადვილად შეიძლება შეუმჩნეველი იყოს. ერთ-ერთი ბლუპერი არის სცენაში, სადაც ენდრიუ ლინკოლნის პერსონაჟი აჩვენებს კირა ნაითლის ვიდეოს მისი ქორწილიდან. როდესაც ის რთავს ფირს, ტელევიზორის თავზე რაღაც ნივთები დევს, ვიდეოს დასრულების შემდეგ კი ისინი ქრება.image

9. ნოთინგ ჰილი

ნოთინგ ჰილი არის მელოდრამა ერთი შეხედვით შეუძლებელი სიყვარულის შესახებ წიგნის გამყიდველს შორის, და კინოვარსკვლავს შორის ცნობილ სცენაში, სადაც ორივე ერთმანეთს ეჯახება, ფორთოხლის წვენი ესხმებათ და შემდეგ ერთმანეთს კოცნიან, ჰიუ გრანტის გმირს პერანგი აქვს დასვრილი წვენით თუმცა, როდესაც ჯულია რობერტსის პერსონაჟი მიდის, სიყვარულის მაგია აშკარად აშორებს ლაქებს ტანსაცმლიდან.image





0
356
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0