x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საუკეთესო გამოგონება, რომლებიც გაგიკვირდებათ და სწორედ ქალებმა შექმნეს

ისტორიაში მრავლად არიან ქალები, რომლებმაც ნამდვილად ღირებული ნივთები გამოიგონეს:

1. ცირკულარული ხერხი

ტაბიტა ბებიტი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მამაკაცებს, რომლებიც გრძელი, ორსახელურიანი ხერხებით ჭრიდნენ მორებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კაცზე დატვირთვა ერთნაირი იყო, მორებს ჭრიდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ხერხი წინ მიიწევდა და უკან გაწევისას კი არაფერი ხდებოდა. ბაბიტი ფიქრობდა, რომ ეს იყო ენერგიის ფუჭად ხარჯვა და 1810 წელს შექმნა წრიული ხერხის პროტოტიპი, რომელიც მოგვიანებით საამქროებში გამოიყენეს.image

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჯოზეფინ კოკრეინმა შექმნა მანქანა, რომელიც მხოლოდ ჭურჭელს რეცხავს და არ ამსხვრევს, ეს მოხდა 1886 წელს, მაგრამ მხოლოდ 40 წლის შემდეგ, კოკრეინის მოწყობილობა აღიარებულ იქნა დიასახლისებში აუცილებელ ნივთად.image

3. მინის საწმენდები

პირველი მანქანის საწმენდები გამოიგონა მერი ანდერსონმა 1903 წელს. მას შეეცოდა მძღოლები, რომლებიც ქარბუქის დროს მანქანას ყოველ წუთს აჩერებდნენ და საქარე მინიდან თოვლს ნიჩბებით ყრიდნენ.image

4. მაყუჩი

ეს აკუსტიკური ფილტრი გამოიგონა ელ დოლორეს ჯონსმა 1917 წელს, რის შემდეგაც სამყარო ცოტათი მშვიდი გახდა.image

5. კევლარი

1965 წელს ექიმმა სტეფანი კვოლეკმა გამოიგონა სინთეზური მასალა კევლარი. შემდგომში ამ მასალისგან დაიწყეს ჯავშნის დამზადება, რამაც ათასობით პოლიციელის, სამხედროსი თუ მეხანძრეების სიცოცხლე გადაარჩინა.
image

6. თოვლის გამწმენდი მანქანა

"სისუფთავე უნდა იყოს არა მარტო სახლში, არამედ ქუჩებშიც", - გაიფიქრა უბრალომდივანმა სინტია ვესტოვერმა და 1892 წელს ააწყო ქუჩების თოვლისგან გასაწმენდი თანამედროვე მანქანების წინაპარი.image

7. წყალქვეშა პერისკოპი

პერისკოპის პროტოტიპი გამოიგონა იოჰანეს გუტენბერგმა 1430-იან წლებში, ხოლო 1845 წელს ამერიკელმა ქალმა სარა მატერმა ეს გამოგონება დააპატენტა.image

8. სილიკონი

მოქანდაკე პატრიცია ბილინგსმა შექმნა ცემენტის შემცველი დანამატი, რომელიც ხელს შეუშლიდა მისი შემოქმედებას დაშლას. წლების განმავლობაში ექსპერიმენტების შემდეგ, 1970 წელს მან საბოლოოდ მიაღწია მიზანს და გამოიგონა ურღვევი თაბაშირი. ცოტა ხნის შემდეგ ბილინგსმა აღმოაჩინა, რომ მასალა ასევე საოცრად მდგრადია ხანძრის მიმართ.image

9. WiFi-ს საფუძველი

ჰედი ლამარმა სკანდალური პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიელი რეჟისორის გუსტავ მახატის ფილმში ითამაშა, რომელშიც კინოს ისტორიაში პირველად იყო სექსუალური სცენა, ადოლფ ჰიტლერმა მას მესამე რაიხის მტერი უწოდა, ხოლო პაპი პიუს XII მოუწოდებდა კარგ კათოლიკეებს არ ენახათ ფილმი. ჰედის არა მხოლოდ კინომოყვარული, გამომგონებელიც იყო. 1941 წელს მან დააპატენტა საიდუმლო საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომელიც დინამიურად ცვლიდა სამაუწყებლო სიხშირეს, რათა მოწინააღმდეგისთვის ხელი შეეშალა. 1962 წლიდან ეს მოწყობილობა გამოიყენება ამერიკულ ტორპედოებში, ახლა კი ეს ტექნოლოგია გამოიყენება მობილურ კომუნიკაციებსა და WiFi-ში.image

10. ვარდისფერი შამპანური

ნიკოლ ბარბე კლიკომ 1808 წელს შეიმუშავა "რემუაჟის" ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც შამპანური სამ თვეში ათავისუფლებს ნალექს და ხდება კრისტალურად სუფთა.image

11. ხორცის კონსერვების დამზადების ხერხი

პირველი დაკონსერვებული საკვები 1749 წელს წარადგინა ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლას აპერმა, ხოლო 1873 წელს ვენის მსოფლიო გამოფენაზე ვინმე ნადეჟდა კოჟინამ აჩვენა მომზადების ახალი მეთოდი, რისთვისაც მან მედალიც მიიღო.image

12. ყავის ფილტრი

მელიტა ბენცის წყალობით ყავის მოყვარულები ყავის პორციის მომზადების დამღლელი პროცედურისგან გათავისუფლდნენ. მელიტამ 1909 წელს სტუდენტის რვეულის ფურცლიდან საკუთარი ხელით შექმნა ყავის პირველი ფილტრი-კონუსი. ყავის ფილტრების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Melitta ამ ქალის სახელს ატარებს.image

13. ბავშვის საფენები

დაღლილი დედა და დიასახლისი მარიონ დონოვანი 1917 წელს დაჯდა სამკერვალო მანქანასთან და შექმნა წყალგაუმტარი საფენები. ბაზარზე უკვე გაყიდული რეზინის საფენებისგან განსხვავებით, დონოვანის დიზაინი არ აზიანებდა ჩვილის კანს და მჭიდროდ არ ეკვროდა. ერთჯერადი საფენების გამომგონებლის წოდების კიდევ ერთი პრეტენდენტი არის შვედური კომპანია Paulistrm, რომელმაც 1942 წელს გამოუშვა ცელულოზის შთამნთქმელი ბალიშები, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც ერთჯერადი საფენები. მწარმოებლები ცდილობდნენ ბევრი იდეის განხორციელებას, მაგრამ ერთჯერადი საფენების მასობრივი ინდუსტრიული წარმოება მხოლოდ 50-იანი წლების შუა ხანებში დაარსდა, იდეის ავტორი ვიქტორ მილსია.image

14. შოკოლადის ორცხობილა

კლასიკური ბისკვიტების დამზადებისას რუთ უეიკფილდმა 1930 წელს ექსპერიმენტი ჩაატარა და შოკოლადის ფილები პირდაპირ ცომში ჩაყარა. შედეგად კი გემრიელი დესერტი მიიღო.მოგვიანებით რუთმა ქმართან ერთად ორცხობილების წარმოება და გაყიდვაც დაიწყო.image

15. ბიუსტჰალტერი

ქალის გარდერობის ეს ნაწილი დააპატენტა ერმინი კადოლმა საფრანგეთში 1889 წელს. თავის კორსეტის სახელოსნოში ქალბატონმა კადოლმა გამოფინა ნამუშევარი სახელწოდებით "le Bien-Etre" ("კეთილდღეობა"). ამ ბიუსტჰალტერის ჭიქებს იჭერდა ორი ატლასის ლენტი, უკან კი მთელი სტრუქტურა კორსეტზე იყო მიმაგრებული.
image













0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0