x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
იაპონელების კიდევ ერთი გამოგონება- ვერტიკალური საწოლი ძილისთვის სამსახურში

იაპონელი ხალხის შრომისმოყვარეობაზე ლეგენდები დადის, ფაქტია, რიმ ოფისებში დღეში 16 საათი მუშაობენ, არ ახსოვთ რა არის დასვენება ან შვებულება, ხშირად სამსახურიდან წამოსულებს მეტროში ან გარეთ, სკამზე სძინავთ და ა. შ. ალბათ, სწორედ ამიტომ კომპანია Koyoju Gohan-მ გამოიგონა ვერტიკალური საწოლი კაფსულის სახით.image

ძილის კაფსულას ეწოდა Giraffenap, ინგლისური სიტყვებიდან "ჟირაფი" და "თვლემა". ახლა ოფისის თანამშრომლებს შეუძლიათ "სამსახურში" დაძინება და ამას დიდი ადგილი არ სჭირდება. კაფსულა პატარა სატელეფონო ჯიხურს ჰგავს. მისი სიმაღლეა 2, 5 მეტრი და სიგანე 1, 2 მეტრი.image
კაფსულის შიგნით არის სპეციალური პლატფორმები. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანის სხეულის ფიქსაციას ძილის დროს ვერტიკალურ მდგომარეობაში. მათი რეგულირება შესაძლებელია სიმაღლის მიხედვით. კამერა არის ხმაგაუმტარი და აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით, ცეცხლმაქრით, გაჯეტების დასამუხტი სოკეტით და ჭერისა და იატაკის LED განათებით.

Giraffenap-ის შემქმნელები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გამოგონება დაეხმარება თანამშრომლების დასვენების ორგანიზებას, რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობას და დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე. Koyoju Gohan-ის სარეკლამო ვიდეოში ნათქვამია:

„ბევრი ვერ თავისუფლდება ფიზიკური დაღლილობისა და სტრესისგან - მათ უნდა გაუძლონ ძილიანობას და განაგრძონ მუშაობა. ჩვენ ვუახლოვდებით ეპოქას, როდესაც ეს სტერეოტიპი დაირღვევა. დაიძინე ფეხზე და აღადგინე გონება და სხეული მოკლე დროში!”.image
არ იფიქროთ, რომ კაფსულაში შეგიძლიათ სრულფასოვნად გამოიძინოთ. დეველოპერმა განმარტა, რომ მოწყობილობაში ძილის ოპტიმალური დრო 20 წუთია. თუ დიდხანს გძინავთ, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ღამის ძილზე. ამ შემთხვევაში კაფსულის ეფექტი მხოლოდ უარყოფითი იქნება. იმისათვის, რომ თანამშრომელმა უნებურად არ დაიძინოს იმაზე მეტი, ვიდრე გათვლილი იყო, დიზაინერებმა ჩააშენეს ელექტრონული მაღვიძარა. „ვერტიკალური საწოლის“ შემქმნელები არ გამორიცხავენ, რომ მათი გამოგონება გამოადგება არა მხოლოდ ოფისებში. კაფსულები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ადგილებში, მაგალითად, კაფეებში, მატარებლის სადგურებში და ზოგადად ნებისმიერ ადგილას, სადაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს ხანმოკლე ძილი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად საინტერესოა განვითარება პოტენციური მომხმარებლებისთვის.


0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0