ნამცხვრები ნუშის ღვეზელი ალუბლით 2012, 15 სექტემბერი, 23:01 ინგრედიენტები: 300 გ კურკაგამოცლილი ალუბალი; 70 გ პურის ფქვილი; 250 გ კარაქი; 250 გ შაქარი; 6 კვერცხი; 200 გ გარჩეული ნუში; 1 ჩ.კ. შაქრის პუდრა; მარილი *** ცხიმწასმულ გასახსნელი ფორმის ძირზე გაანაწილეთ ფქვილში ამოვლ ებული ალუბალი. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და დანაყილი ნუში. მიღებული მასა გაანაწილეთ ალუბალზე. აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე 1 სთ. თუ ღვეზელი ზემოდან გამუქებას დაიწყებს, დააფარეთ ფოლგა. გააგრილეთ. მორთეთ დაჭრილი ნუშით და მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით ;) 95 1-ს მოსწონს
|