x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494963
"მანიაკების სექტა ხართ! ამხელა ტრაგედიების ასე გარეწრული გამოყენება არის ნაგვობა" – ვის მიმართავს ბაკურ სვანიძე

image

"მერე იტყვით, ტვინით ავადმყოფებს რატომ გვეძახით ანტივაქსერებსო" – ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ზოგიერ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ანტივაქსერების მიერ ყველა ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას საჯაროდ გმობს:

"კაცმა პახმელიაზე ცივი წყალი დალია და გულმა დაარტყა… მისი ახლობლები ამბობენ, რომ აქამდეც აწუხებდა გული და ექიმები ურჩევდნენ არ მიეღო ალკოჰოლი… მაინც უდევს ვიღაცეებს – ორი კვირის წინ აიცრა და აგერ, მოკვდა კაციო… განგებ არ ვწერ სახელს, იცით ვისზეც ვამბობ! ოჯახმა გააპროტესტა ეს ამბავი და ბევრს წააშლევინეს ასეთი პოსტი… მაინც დებენ. მერე იტყვით, ტვინით ავადმყოფებს რატომ გვეძახით ანტივაქსერებსო.

როგორ შეიძლება ყველა ტრაგედიის ასე ნაძირლურად გამოყენება? ამას წინათ, მოკვდა ადამიანი, თანაც ექიმი, რომელსაც მძიმე დაავადება ჰქონდა ფილტვებზე და სასუნთქი აპარატით დადიოდა… მისი გარდაცვალებაც აცრას მიაწერეთ, არადა მისი კოლეგები, ახლობლები, ოჯახი მკაცრად აპროტესტებდა ამას… სადაც ვინმეს სიკვდილს გაიგებთ, მანიაკებივით, პირველი იმას ეკითხებით ჭირისუფალს – “აცრილი თუ იყოო?” – მგონი გიხარიათ ადამიანი რომ მოკვდება და აცრილი აღმოჩნდება… მერე აცრას დააბრალებთ და ეს მოგწონთ. მანიაკების სექტა ხართ მართლა! ბიჯო, ხო, აბა რა!

ვაქცინა არის ცუდი და “მკვლელი”! და “*უიევოზნაეტ” რა უბედურებების შემცველი უხარისხო არაყ არის მარგებელი კი! ტვინს რომ ღუნავთ, “ვაქცინის შემადგენლობაზე”, იმ “ჭაჭას” ან მაღაზიის არაყს რომ ურახუნებთ, დალევამდე მის შემადგენლობას ამოწმებთ? იცით რამდენი შხამი და სხვადასხვა სახის ტოქსინია ალკოჰოლში??? “გულით დაავადებულისთვის აცრა არ შეიძლებაო” – წიკვინებთ… არაყი და სპირტი შეიძლება???

ვაქცინა არ გაიკეთოთო და ამ დროს შესაბამისი წესების სრული დარღვევით მოხუფულ რაღაც ნაგავს ჭამთ! რაშიც ძალიან მარტივად შეიძლება იყოს ბოტულიზმის გამომწვევი ბაცილები! მერე გაიძახით საავადმყოფოში მეტი ადამიანი კვდებაო! საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაჰყავთ ძირითადად ადამიანები და სულაც არ არის გასაკვირი, რომ საავადმყოფოში მეტი კვდება, ვიდრე სახლში! მაგრამ თქვენ ხომ თქვენი “რკინის ლოგიკა” გაქვთ! აცრა “ცუდია”! არაყი, კონიაკი, ნარკოტიკი და ე.წ. “მოხუფულებია” ძალიან “კარგი” და “მარგებელი” ორგანიზმისთვის! ადამიანები მაშინაც კვდებოდნენ პახმელიაზე ცივი წყლის დალევით, ან სულაც ცივ მდინარეში შესვლით, სანამ ვიღაც კრეტინი უჰანში ღამურას შეჭამდა! ჩემი არაერთი ნაცნობია მასე გარდაცვლილი!

აცრა არ ნიშნავს იმას, რომ მერე ფეხებზე უნდა დაიკიდოთ ყველაფერი, სვათ, ჭამოთ, გაიჩხიროთ და მაინც არ მოკვდებით… აბა თქვენ იცით, კაცს თავში აგური რომ მოხვდება ეგეც აცრას დააბრალეთ – კაცო, ვაქცინა ადუნებს ადამიანს, აუცრელი რომ ყოფილიყო, აგურს მალე შენიშნავდა და აიცილებდა – თქო! მე პირადად, სადაც ვნახავ გაზიარებულს მაგ კრეტინიზმს, რითიც ეს პოსტი დავიწყე, ულაპარაკოთ ვბლოკავ!

ადამიანების და ოჯახების ამხელა ტრაგედიების ასე გარეწრული გამოყენება რაღაც თქვენი უაზრო ახირებების “გასაპრავებლად” არის ნაგვობა! გმადლობთ…”, – წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გულის შეტევით გუშინ გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს.

0
411
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
411