სისხლის სამართალი ორი მოსწავლის მკვლელი ლინჩის წესით დასაჯეს. 2012, 15 სექტემბერი, 21:31 ჩრდილოეთ გვატემალაში მამაკაცი ლინჩის წესით გაასამართლეს. როგორც Associated Press-ი იუწყება 35 წლის ხულიო საკვილი, ნასვამ მდგომარეობაში შეიჭრა ქალაქ სან ხუან ტაკტიკის დაწყებით სკოლაში და ორ მოწაფე მაჩეტათი დაჩეხა.თვითმხილველებმა დამნაშავე შეიპყრეს, სკოლის ეზოში შეიყვანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.ეჭვმიტანილი ადგილზევე გარდაიცვალა. გვატემალაში დამნაშავის მსგავსი დასჯა საკმაოდ ხშირია, რადგან პოლიციის ზეგავლენა საკმაოდ სუსტია.2011 წლიდან მოყოლებული მსგავსი მეთოდით დასჯის 224 მცდელობა იყო, აქედან 40 ეჭვმიტანილის სიკვდილით დამთავრდა. 361 3-ს მოსწონს
|