x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცხოველების მიერ გაზრდილები- რეალური ისტორიები ბავშვებზე, რომლებიც ცხოველებმა ,,იშვილეს"

image
ყველას გექნებათ ნანახი ცნობილი ანიმაცია “ მაუგლი", პატარა ბიჭის ისტორია, რომელიც ჯუნგლებში ცხოველებმა “იშვილეს" და გაზარდეს, ან თუნდაც “ტარზანი", რომელიც მაიმუნებმა გაზარდეს... სინამდვილეში არსებობენ ბავშვები, რომლებიც ნამდვილად ცხოველებმა გაზარდეს:

1. ბიჭი უგანდადან, რომელიც მაიმუნებმა გაზარდეს

1988 წელს 4 წლის ჯონ სებუნია ჯუნგლებში გაიქცა, როდესაც საშინელ სცენას შეესწრო: მშობლების მორიგი ჩხუბის დროს, მამამ დედა მოუკლა. დრო გადიოდა, მოსახლეობამ ბიჭი ვერ იპოვა გაუვალ ტყეში და მალე ის მკვდრადაც გამოაცხადეს.

1991 წელს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გლეხმა, რომელიც ჯუნგლებში შეშისთვის მიდიოდა, მოულოდნელად ჯუჯა მაიმუნების ჯგუფში დაინახა უცნაური არსება, რომელშიც მან გარკვეული გაჭირვებით იცნო პატარა ბიჭი. მისივე თქმით, ბიჭის საქციელი დიდად არ განსხვავდებოდა მაიმუნებისგან - ის ოსტატურად მოძრაობდა ოთხზე და ადვილად “ესაუბრებოდა" თავის "კომპანიას". ქალმა ნანახი სოფლის მოსახლეობას შეატყობინა და მისი დაჭერა სცადეს. ბიჭმა წინააღმდეგობა გაუწია ყველანაირად, მაგრამ გლეხებმა მაინც მოახერხეს მისი მაიმუნებისგან წამოყვანა.როდესაც ბიჭი დაბანეს და მოაწესრიგეს, ერთ-ერთმა სოფლის მცხოვრებმა იცნო. მოგვიანებით, როცა ლაპარაკი ისწავლა, ჯონმა თქვა, რომ მაიმუნებმა მას ასწავლეს ყველაფერი რაც საჭიროა ჯუნგლებში ცხოვრებისთვის - ხეებზე ცოცვა, საკვების მოპოვება, გარდა ამისა, მან აითვისა მათი "ენა". საბედნიეროდ, ხალხთან დაბრუნების შემდეგ ჯონი ადვილად შეეგუა მათ საზოგადოებაში ცხოვრებას, გამოავლინა კარგი ვოკალური შესაძლებლობებიც და ახლა ზრდასრული უგანდელი “მაუგლი" მოგზაურობს გუნდთან ერთად, რომელსაც “აფრიკის მარგალიტი" ჰქვია.
image

2. გოგონა ჩიტადან, რომელიც ძაღლებმა გაზარდეს

დაახლოებით 8 წლის წინ ეს ამბავი რუსული და უცხოური გაზეთების პირველ გვერდებზე გამოჩნდა - ჩიტაში 5 წლის გოგონა ნატაშა იპოვეს, რომელიც ძაღლივით დადიოდა, თასიდან წყალს სვამდა მეტყველების ნაცვლად ყეფდა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონამ თითქმის მთელი ცხოვრება ჩაკეტილ ოთახში გაატარა, კატებისა და ძაღლების გარემოცვაში. ბავშვის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ და მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიებს ასახელებდნენ - დედა, 25 წლის იანა მიხაილოვა ამტკიცებდა, რომ მამამ გოგონა დიდი ხნის წინ გაიტაცა., რის შემდეგაც ბავშვი არ უნახავს. მამამ, 27 წლის ვიქტორ ლოჟკინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დედამ ნატაშას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა მანამდეც, სანამ წაიყვანდა დედამისის თხოვნით. მოგვიანებით დადგინდა, რომ ოჯახი ნამდვილად არ ყოფილა შეძლებული. ბინაში, სადაც გოგონას გარდა მამა, ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, საშინელი ანტისანიტარია იყო, წყალი, გათბობა და გაზი არ იყო.
როცა გოგონა იპოვეს, ის ხალხისკენ ყეფით გავარდა. ნატაშა “მშობლებს" წაართვეს, მეურვეობისა ორგანოებმა ის სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს, ადამიანებს შეგუებოდა, “მოსიყვარულე" მშობლები კი დააპატიმრეს.image

3. გალიაში გამოკეტილი ბიჭი

2008 წელს ვოლგოგრადელი ბიჭის ისტორიამ მთელი რუსული საზოგადოება შოკში ჩააგდო. საკუთარ დედას ბავშვი ოროთახიან ბინაში ჰყავდა გამოკეტილი, სადაც ბევრი ჩიტი ცხოვრობდა. გაურკვეველი მიზეზების გამო, დედამ ბავშვი არ აღზარდა, საჭმელს აძლევდა, მაგრამ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. შედეგად, შვიდ წლამდე ბიჭი მთელ დროს ჩიტებთან ატარებდა, როცა სამართალდამცავებმა ის იპოვეს, მათ კითხვებზე პასუხად მხოლოდ „ჭიკჭიკებდა“ და „ფრთებს“ შლიდა. ოთახი, სადაც ის ცხოვრობდა, სავსე იყო ჩიტების გალიებით და სავსე იყო ნარჩენებით. თვითმხილველების თქმით, ბიჭის დედას აშკარად ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა - აჭმევდა ქუჩის ჩიტებს, ჩიტები სახლში აჰყავდა, მთელი დღე საწოლზე იწვა და უსმენდა მათ ჭიკჭიკს. საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას შვილს, რომელიც საკუთარ თავს ასევე ფრინველად აღიქვამდა. როდესაც შესაბამისმა ორგანოებმა ბიჭის შესახებ შეიტყვეს, ის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს, 31 წლის დედას კი მშობლის უფლება ჩამოართვეს.image

4. კატების მიერ გადარჩენილი არგენტინელი ბიჭი

2008 წელს პოლიციამ არგენტინის პროვინცია მისიონესში აღმოაჩინეს ერთი წლის უსახლკარო ბავშვი, რომელიც გარეული კატების კომპანიაში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ბიჭი რამდენიმე დღე დარჩა კატის გარემოცვაში - ცხოველები მასზე ზრუნავდნენ, როგორც შეეძლოთ: კანზე გამომშრალ ტალახს აშორებდნენ, საჭმელი მიჰქოდათ მასთან და ზამთრის ცივ ღამეებში ათბობდნენ. ცოტა მოგვიანებით შეძლეს ბიჭის მამის ვინაობის დადგენა, რომელიც მაწანწალა ცხოვრების წესს ეწეოდა - მან პოლიციას უთხრა, რომ შვილი რამდენიმე დღის წინ დაკარგა, როცა მაკულატურას აგროვებდა. მამამ ისიც უთხრა ოფიცრებს, რომ ველური კატები ყოველთვის იცავდნენ მის შვილს.image





0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0