x
image
თამილა გურაშვილი
"თავხედობა იყო პრეზიდენტის მწუხრი ახალ წელს..." - თამო კეშელავა

image

"პრეზიდენტის საახალწლო საგა, საახალწლო მწუხრი და საახალწლო სამძიმარი მეც მოვისმინე!
ბევრ ბავშვს უჭირს, მაგრამ 6 ბავშვს უყიდა საახალწლო საჩუქარი, (როგორც თქვა), აქედან არც ერთი ითხოვდა სახლს და არც ერთი ითხოვდა სიცოცხლის უფლებას!
ჩემი მეგობრებიდან იმდენს ვიცნობ, ვინც მეტ ბავშვს დაეხმარა ამ ახალ წელს!
აკა სინჯიკაშვილმა 700 ბავშვი გაახარა ახალ წელს!პრეზიდენტმა - 6მეტი არ შემიძლიაო...
სასახლეში ცხოვრება შეუძლია!სასახლის რემონტიც ძვირადღირებული სასახლისთვის ძვირადღირებული ავეჯის ყიდვ
აც შეუძლია!მერე ყოველ დღესასწაულზე მისი მორთვაც...
აი, 6 ბავშვზე მეტს რომ დახმარებოდა საახალწლოდ, არ შეეძლო!ალბათ, ამით იმის თქმა უნდა, რომ ქვეყანაში სიღატაკეა!30 დეკემბერს არ იყო სიღატაკე?
20 ნოემბერს?15 აგვისტოს?3 იანვარს არ იქნებოდა სიღატაკე?
ჩამოეშვა მაშინ შავი დროშა, თუ მოლოცვა არ სჭირდება ხალხს, ცოტა უხერხული ხომ არ არის სალონებ, აუზ და მაღაზიამოვლილი რომ დგას ახალგაფორმებული სასახლის წინ და გვეუბნება, რომ ახალი წელიც არ გვაქვს მოსალოცი?
უკრაინის პრეზიდენტი ჯერ საოკუპაციო ხაზთან მივიდა საქართველოში რომ ჩამოვიდა!თუ ასე ადარდებს საოკუპაციო ხაზი მოელოცა იქედან!
რამდენჯერ იყო წელს ჩასული?
2018 წელს ბიძინას ცხვირ-პირით და ჯიბით რომ დაჯდა პრეზიდენტად, მაშინ აშენებული ჰქონდა ბიძინას 100 ქარხანა?
თავხედობა იყო პრეზიდენტის მწუხრი ახალ წელს, ფარისევლობაზე მეტად თავხედობა იყო, როცა გადაწყვიტა, რომ დაღლილი ხალხისთვის, ვისაც უნდოდა ახალ წელს იმედებით შეხვედროდა, ახალი წელი არ უნდა მიელოცა! როცა გადაწყვიტა, რომ სუფრასთან დამსხდარი ადამიანებისთვის სწორედ ახალ წელს ეთქვა იმ გაჩახჩახებული სასახლიდან - მე ვიცი, რომ ღატაკები ხართ, მაგრამ მე რა შემიძლია, იმასაც ვერ ვიტყვი, ვინ გაგაღატაკათ!
რაც შეეხება მეორე ნაწილს - იქ კიდევ უფრო თავხედი იყო, ადრესატი არ დაასახელა, ისე გვეძახა შურიანები, ბოღმიანები და სიძულვილით გაჟღენთილები!
თუ ეს ფრაზა ერს არ ეკუთვნოდა, როგორ მოხვდა ერისთვის მისალოც ტექსტში? თუ ამ ფრაზას ადრესატები ჰყავდა, ცალკე განცხადებად რატომ არ თქვა 30 დეკემბერს, ან 3 იანვარს? და თუ ამ ფრაზას ადრესატები ჰყავდა, რატომ ვერ დაასახელა ადრესატები?
"რა გითხრათ, რით გაგახაროთო" - თქვა და გადადექით, ქალბატონო პრეზიდენტო, გადადექით და თქვით, რომ ამ ქვეყანაში ვერ ხედავთ სამართალს და არც ბერკეტის გამოყენება შეგიძლიათ, გადადექით და იმ შიდა საუბრებზე მოყევით, რაც ოცნებასთან გაქვთ! გადადექით, თუ ვერც ადრესატს ასახელებთ და ვერც გახარება შეგიძლიათ კარგი ამბით!
ზოგი-ზოგი ფიქრობს, რომ ერთი ვიღაცის შეწყალებაა ჩემი მიზანი და არაო!
ვისი?
ალბათ, იმ კაცის, სახლში რომ ორი შვილი ელოდება და საათის ქურდობის ბრალდებით წლებია ზის ციხეში?
იქნებ სამი შვილის დედის?იქნებ, მოხუცი კაცის, რომელიც ერთი ფარული ჩანაწერის გამო ზის, რომელ ჩანაწერშიც მისი ხმა თითქმის არ ისმის და ვერაფერს ამტკიცებს?
იქნებ, იმისი, ორგანო რომ აქვს გადასანერგი და უეჭველად დაიღუპება, თუ არ გადაუვადებენ პატიმრობის ვადას?
თავხედი ხართ და თვალთმაქცი!გისმენდით და ვფიქრობდი, რომ გულით გინდოდათ წამოგეძახათ, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?
როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა მოვნახოთო, ამბობს, ქალი, რომელმაც ჯერ მხოლოდ აუზის, სალონის, სასახლის გზა ისწავლა!
ვისთან მისასვლელ გზას ვეძებთ?კობახიძესთან და ღარიბაშვილთან?
და რომ ვიპოვით ამ გზას, მერე?რა შეიცვლება?მერე ქვეყანა გადარჩებაო, ბევრ ბავშვს დავეხმარებითო...მაშ, მტყუანსა?
კვირაში მინიმუმ ორჯერ უნდა გელაპარაკათ პრობლემებზე და ახალი წელი კი უნდა მოგელოცათ, ან საერთოდ გაჩუმებულიყავით!
ჩვენი ხალხი იმსახურებს იმედს და ეს იმედი ვერ იქნება კობახიძემდე მისასვლელი გზა!
ჩვენი ხალხი იმსახურებს იმედს, რათა ამ იმედის გამო იბრძოლოს!
ტყუილია, ხალხო, ჩვენ არ ვართ შურიანები და ბოღმიანები, ჩვენ ახალ წელს პრეზიდენტზე მეტ ადამიანს ვეხმარებით, ვიკლებთ და ისე ვეხმარებით და არა იმით, რაც მოგვრჩება, ბოდიში, მაგრამ ვინც გაუტანელი, ბოღმიანი და შურიანია, ყველამ ქვეყნის სათავეში მოიყარა, მგონი, თავი!
გვითხრა, რომ ერი დაჩაჩანაკდა და ისაა მხსნელი და თუ არ ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის, თუ ვსხდებით და ველოდებით, როდის დაგვეხმარება სალომე, მართლა აღარ ყოფილა საშველი!
ჩვენ ვიმსახურებთ ახალი წლის მოლოცვას, იმედს ვიმსახურებთ, რათა ამ იმედის გამო მაინც მოვახერხოთ ჭაობიდან ამოსვლა...
პრეზიდენტი ამბობს, თქვენ ცუდები ხართ და ცუდად ხართ, ჭაობში ხართ და მე ახლა წავალ, ჭაობიდან ოაზისამდე გზას ვიპოვნი, თქვენ დამელოდეთო.
ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ველოდებით, თუ თავად ვცდილობთ ჭაობიდან ამოსვლას!
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვჯერა, რომ ჩვენ ყველანი ცუდები ვართ, შურიანები, ბოღმიანები და ამიტომ ვართ ამ დღეში და მარტო სალომეა ანგელოზი, თუ დავინახავთ, რომ ჩვენ, ხალხი, იმაზე მეტად ვეხმარებით ერთმანეთს, ვიდრე მთავრობა...
თუ დავინახავთ, რომ გვძარცვავენ, გვაღატაკებენ, მერე გაღატაკებულებს ტილიანებს გვეძახიან და ქუჩებში გვტოვებენ სასიკვდილოდ... თუ დავინახავთ, რომ ჩვენი ფულით გამდიდრებულები, ლამაზი სასახლეებიდან დაგვძახიან, რომ ცუდები ვართ და უკეთესს არ ვიმსახურებთ?
ვიმსახურებთ, დამიჯერეთ!ყველა იმსახურებს ადამიანურად ცხოვრების უფლებას! მიყვარხართ და გილოცავთ!" წერს ჟურნაისთი თამო კეშელავა
0
396
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0