სხვა "ჭუჭულიკა ქუჩაში დაცვის გარეშე ვერ გამოდის" - გელა ზედელაშვილი 2021, 31 დეკემბერი, 13:35 ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში "მთავარი არხის " გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე წერს, რომელიც პირადი დაცვის თანხლებით დადის.
"ჭუჭულიკას დაცვა!
ჭუჭულიკა ქუჩაში დაცვის გარეშე ვერ გამოდის, ჯარი დაჰყვება. გრძელები კი შეურჩევია, თუ რამე, ზემოდან გედეეფარებიან და “ვსიო", უვნებლად გამოძვრება. მიხოს რომ მოუვიდა გორში, თავს ბომბდამშენი რომ დეესხა, ეგ “პონტია" დაახლოებით, რააა!
ჭუჭულიკა ქუჩაში მარტო ვერ გამოდის, შიში აქვს ჩამდგარი ამღვრეულ ორგანიზმსა და “ლაგარტკის" ტარივით დაგრეხილ ფეხებში.
რომც გამოვიდეს, თქვენ გგონიათ, ვინმე რამეს დაუშავებს?
ამას, ამ გაწუწულ ქათამს ვინ რა უნდა უთხრას? უბრალოდ თვითონ ქმნის ე.წ. გრანდიოზულობას, თვითონ ანიჭებს საკუთარ თავს მნიშვნელობას, ვითომც ისეთი გავლენიანი ფიგურაა, შეიძლება ქილერმა მიზანში ამოიღოს, ან დაქირავებულმა მავანმა თავში შავი ქვა ჩაარტყას.
ამას რომ დაინახავ, უნდა გაიცინო და გაიარო!
ისე, ვინმე თუ დააფინანსებს, ჭუჭულიკაზე მშვენიერი ფილმის გადაღება შეიძლება... ნატურალური ყვარყვარეა, ეს უდღეური."-წერს გელა ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ სავარაუდოდო იგეგმებოდა ნიკა გვარამიას ლიკვიდაცია, თუმცა სამიზნე შესაძლოა სხვა ჟურნალისტიც შეიძლება ყოფილიყო.
შარშან, აპრილში ნიკა გვარამიას ერთ-ერთმა დაცვის წევრმა, 30 წლის თემო სამხარაძემ თავი მოიკლა, რომლის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.
"დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე.არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად…“ – წერდა მაშინ ნიკა გვარამია.
821 2-ს მოსწონს
|