x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ზოოპარკის ცოცხალი ექსპონატი- პიგმეის ტომის უკანასკნელი წარმომადგენლის ტრაგიკული ისტორია

ის იყო უკანასკნელი თავისი ტომიდან, რომლის ყველა წევრი ბელგიელმა ჯარისკაცებმა ამოხოცეს. იმისდა მიუხედავად, რომ შეერთებულ შტატებში მონობა უკვე აკრძალული იყო, ის ამერიკის ზოოპარკის გალიაში მოხვდა ცოცხალ ექსპონატად, მას ადამიან-მაიმუნს ეძახდნენ.image

კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ პერიოდს სამართლიანად უწოდებენ „ბნელ შუა საუკუნეებს“ იმ დროს გამეფებული ცრურწმენებისა და ველურობის გამო. ერთი ასეთი მაგალითია ოტა ბენგას დრამატული ისტორია, კონგოელი პიგმის ტომიდან, რომლის სახელი ითარგმნება როგორც "მეგობარი".

ჩარლზ რობერტ დარვინის წიგნმა „ადამიანის წარმოშობა“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოებაში. ევოლუციონერმა მეცნიერებმა დაიწყეს მაიმუნების შესაძლო ნარჩენების აქტიური ძებნა. თუმცა, ზოგიერთ მათ მომავალ კოლეგას მტკიცედ სჯეროდა, რომ არსებობენ მაიმუნის ადამიანად განვითარების შუალედური ეტაპის ცოცხალი წარმომადგენლები. ხშირ შემთხვევაში კი სიმართლის ძიება სრულ აბსურდში გადაეზრდებოდათ ხოლმე.image
ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ბენგა კონგოს მონათმფლობელებისგან მისიონერმა სემუელ ფილიპს ვერნერმა გაათავისუფლა 1 ფუნტი მარილის და პატარა ნაჭრის ფასად. სხვა წყაროს მიხედვით კი პიგმეის ტომი “ევოლუციონისტმა-მკვლევარებმა" დაიპყრეს 1904 წელს. ბენგა 23 წლის იყო, ცოლ-შვილით. ერთ დღეს ის სანადიროდ წავიდა და როცა დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მთელი მისი ტომი, მათ შორის მისი ოჯახი, ბელგიელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.

მისიონერმა ვერნერმა უარი თქვა პიგმეების ადამიანური რასის სრულფასოვან წარმომადგენლებად განხილვაზე და ძალიან გაუხარდა „მაიმუნების“ ტომთან შეხვედრა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა „გავლილი“ ევოლუციის ეტაპი თანამედროვე ადამიანისკენ მიმავალ გზაზე.image

პატარა ბენგა, რომელიც 140 სმ სიმაღლის იყო და 46 კგ-ს იწონიდა, ჯაჭვებით დააბეს და გალიაში ჩასვეს. ფაქტობრივად, ის მონა გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნე იყო. იგი გაგზავნეს ამერიკის ქალაქ სენტ-ლუისში, მისურის შტატში, მსოფლიო გამოფენაზე, სადაც გახდა ანთროპოლოგიური გამოფენის ნაწილი, როგორც „ცოცხალი ექსპონატი“, სხვადასხვა სახეობის მაიმუნებთან ერთად. იქ “მეცნიერები" ცდილობდნენ მის წარმოჩენას როგორც თანამედროვე ადამიანებთან ყველაზე ახლო „გარდამავალ ევოლუციურ ფორმად“.

image

1906 წელს ბრონქსში, ნიუ-იორკში, ბენგა "ადამიანის ზოოპარკის" გამოფენაზე იყო ცოცხალი ექსპონატი. მასთან ერთად ნამდვილ მაიმუნების გალიაში იყვნენ შიმპანზეები, გორილები და ორანგუტანები. მათ ფონზე ბიჭი წარმოადგინეს ადამიანის უძველესი წინაპრის ცოცხალ მაგალითად. ათასობით ადამიანი მივიდა შოუზე უცნაური „ცხოველის“ ნახვის იმედით, გარშემომყოფებიც ისე ეპყრობოდნენ, როგორც ცხოველს.

რასისტული მედია, თეთრკანიანთა უდავო უზენაესობის მტკიცე რწმენით, სიამოვნებით აქვეყნებდა ცნობებს ოტა ბენგას შესახებ, ის ხომ აღმოჩენილი დაკარგული რგოლი იყო ნახევრად მაიმუნის, ნახევრად ადამიანის სახით.

ზოოლოგიური პარკის ხელმძღვანელი, ევოლუციონისტი უილიამ ჰორნედი, თავის "ცეცხლოვან" გამოსვლებში ამტკიცებდა, რომ მისი დაწესებულებისთვის დიდი პატივი იყო ისეთი ნიმუშის არსებობა, რომელიც განასახიერებდა "გარდამავალ ფორმას" მაიმუნიდან ადამიანზე.image
იმის გამო, რომ ოტას კბილები წვეტიანი იყო, საზოგადოებას ბიჭი კანიბალადაც წარუდგინეს. თავიდან გულუბრყვილო, კეთილგანწყობილ და ხალისიან ბენგს ნება დართეს პარკში ესეირნა, ცხოველების მოვლაში დახმარეოდა, მაგრამ უმეტესად მაიმუნების გალიაში ატარებდა დროს. მას მშვილდი და ისარიც კი აჩუქეს, რათა მოეზიდა დამთვალიერებლების ახალი ბრბო, რათა გამოფენიდან კიდევ მეტი ფული გამოემუშავებინათ.image
აფრო-ამერიკელებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ საბრალო ბენგას, რომლის შესახებაც ბევრს წერდნენ იმ წლების გაზეთებში. პასტორ მაკარტურმა, შავკანიანი ეკლესიის წარმომადგენელმა, მოახერხა ოტა ბენგას გათავისუფლება, ხოლო ობოლთა თავშესაფრის დირექტორი ჯეიმს გორდონი მისი მეურვე გახდა.image
ოტა ბენგამ ამერიკული ტანსაცმლის ტარება დაიწყო და ინგლისურსაცც საკმაოდ წარმატებით სწავლობდა. დროთა განმავლობაში ის ნორმალურ სამუშაოზე აიყვანეს. მაგრამ ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო სახლი. სამწუხაროდ, მისი ოცნება ვერ ახდა - პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ გამოიწვია სამგზავრო ფრენების მნიშვნელოვანი შემცირება ატლანტის ოკეანის გავლით, რამაც შეუძლებელი გახადა მისი დაბრუნება აფრიკაში. მას შემდეგ რაც გაიგო, თუ რა ღირდა ბილეთი აფრიკამდე, ოტა მივიდა დასკვნამდე, რომ ამდენ ფულს ვერასოდეს გამოიმუშავებდა.

გავიდა მრავალი თვე და ბენგას ღრმა დეპრესია დაეწყო, რასაც მოჰყვა ნერვული აშლილობა. შედეგად, 1916 წელს ოტა ბენგამ, რომელიც იმ დროისთვის 32 წლის იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა რადგან მისთვის გაუსაძლისი იყო სახლში დაბრუნებაზე ფიქრი. სწორედ ასე დასრულდა ამ უბედური მამაკაცის სევდიანი ისტორია.






0
476
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0