x
მამაკაცებში მკერდის გადიდება პოპულარული ხდება - რა ოპერაციებია მოდაში ჰოლივუდში
image
მკერდის გაზრდა მამაკაცებში პოპულარული ხდება. პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო ორგანიზაცია ISAPS-მა კვლევის შედეგად გაარკვია, რომ მკერდის გაზრდის პლასტიკური ოპერაციით მამაკაცებიც დაინტერესდნენ. ყოველწლიური გლობალური კვლევის შედეგები კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.


კვლევის თანახმად 2020 წელს მკერდი 22 568 მამაკაცმა გაიდიდა, რაც ასეთი ტიპის ოპერაციების 1, 4 %-ია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან, 2171 მამაკაცს მკერდის იმპლანტი ჩაუდგეს.


კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მთელი წლის მანძილზე 10, 1 მილიონი ქირურგიული ოპერაცია და 14, 4 მილიონი არაქირურგიული პროცედურა ჩატარდა. მათგან ყველაზე პოპულარულია მკერდის გაზრდა, ლიპოსაქცია, ქუთუთოების პლასტიკა, რინოპლასტიკა და მუცლის დაჭიმვა.


ჩატარებული ოპერაციების რაოდენობის მხრივ პირველობა აშშ-ს ერგო. მას მოსდევს ბრაზილია, გერმანია, თურქეთი, მექსიკა, არგენტინა, იტალია, რუსეთი და სხვები. იაპონია ლიდერია ქუთუთოების პლასტიკისა და ეპილაციის მხრივ, ბრაზილია კი რინოპლასტიკის მხრივ. რუსეთი მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზეა ქუთუთოების პლასტიკასა და ეპილაციაში.



რაც შეეხება ვარსკვლავებს, ამერიკელმა კოსმეტოლოგმა დანა ომარიმ 5 ყველაზე პოპულარული ოპერაცია დაასახელა ჰოლივუდში. მათ შორისაა თვალის ჭრილის შეცვლა ე.წ. „მელას თვალები“. ეს ოპერაცია გაკეთებული აქვთ კენდალ ჯენერს და ბელა ჰადიდს და ის საშუალოდ, 5 000 დოლარი ჯდება.


პოპულარობით მეორეა ე.წ. „ცხენის ფაფარი“, რომელიც არიანა გრანდეს აქვს გაკეთებული. ამ ოპერაციის დროს ხდება მყვრიმალების და წარბების ზევით აწევა.


ასევე ვარსკვლავებში მოდურია თმების გადანერგვა, აქტუალობას არ კარგავს მკერდის ოპერაცია და ლიპოსაქციაც.

0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0