x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
პრინცესა დიანას 10 მოდური ხრიკი, რომლებსაც დღესაც იყენებენ ვარსკვლავები

image
ჩაცმულობა და სტილი, რომელსაც პრინცესა დიანა 80-90 იან წლებში ანიჭებდა უპირატესობას, ჯერ კიდევ აქტუალურია და მის სტილსა და ხრიკებს დღესაც ბევრი ცნობილი ადამიანი იყენებს:

1. მარგალიტები

მარგალიტის სამკაულები დღესაც ფართოდ გამოიყენება. მაგალითად, ჯენიფერ ლოურენსი ამ აქსესუარის ვარიაციით 2019 წელს გამოჩნდა Dior-ის ჩვენებაზე პარიზის მოდის კვირეულზე. ჯესიკა ჩესტეინმა, თავის მხრივ, 2017 წელს amfAR-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე მარგალიტის სიმები ჩაიკრა. პრინცესა დიანამ თავისი ყელსაბამი ჯერ კიდევ 1997 წელს გამოაჩინა.image

2. წითელი და იასამნისფერი

პრინცესა დიანას ამ ფერების შეხამებით სამოსი ჯერ კიდევ 1989 წელს ეცვა, მეგან მარკლმა კი იგივე კომბინაცია 2019 წელს გამოიყენა.image

3. სქელი სვიტერები

თავის დროზე დიანა სეირნობის დროს ხშირად ატარებდა მსგავს სვიტერებს და პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდებოდა.image

4. ლეოპარდის პრინტიანი საცურაო კოსტიუმები

ლეოპარდის პრინტიანი საცურაო კოსტიუმები, რომლებიც ასე პოპულარულია დღეს “სელებრითებში" და “ინფლუენსერებში", მოდაში 2000-იან წლებშიც იყო, თუმცა პრინცესა დიანა მათ მანამდეც ატარებდა.image

5. ფერადი კოლგოტები

ფერადი კოლგოტები მსგავსი ფერის ფეხსაცმელებთან ერთად, სწორედ ასეთი სტილით გამოჩნდა პრინცესა დიანა პოლ მაკარტნის კონცერტზე 1992 წელს. 2021 წელს მსგავსი სტილი ასევე პოპულარული იყო.image

6. მოშიშვლებული ზურგი

ზურგზე ამოჭრილი სამკუთხედიც არ არის გამონაკლისი. მაგალითად, ემილი ბლანტმა მსგავსი კაბა 2015 წელს კანის 68-ე კინოფესტივალზე აირჩია. ლედი დი ასეთი სტილის სამოსით ნახეს 1985 წელს გამოჩნდა ფილმის პრემიერაზე.image

7. მოშიშვლებული მხარი

ვიწრო, ბრწყინვალე კაბა და მოშიშვლებული ცალი მხარე– ეს კომბინაცია აქტუალური რჩება მას შემდეგაც, რაც დიანა ჯეიმს ბონდის ფილმის პრემიერაზე ამ კაბაში გამოჩნდა 30 წლის წინ.
image

8. დაშვებული კაბა


ლედი დის დაშვებული, ცისფერი კაბა 1987 წელს ეცვა კანის კინოფესტივალზე, მსგავსი სტილი მოირგო ელ ფენინგმაც Met Gala-ზე.image

9. მოშიშვლებული მხრები

პრინცესა დიანამ 1985 წელს თეთრი სახლის ვახშამზე მოირგო ელეგანტური შავი კაბა, მოშიშვლებული მხრებით და ძვირფასი ყელსაბამით. ბლეიკ ლაივლიმ მსგავსი სტილი გაიმეორა 35 წლის შემდეგ. მსგავსი კაბა 2018 წლის BAFTA-ს დაჯილდოებაზე ანჯელინა ჯოლისაც ეცვა.image

10. ზოლები

ზოლიან ტანისამოსს დღეს ბევრი ანიჭებს უპირატესობას, ის ხომ ყურადღებას იპყრობს. ლედი დისაც მოსწონდა უბრალო, ზოლიანი ტანსაცმელი მრგვალი საყურეებითა და ქუდით.image


1
239
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
239
  
2021, 29 დეკემბერი, 22:26
"პრინტი" რას ნიშნავს???? ახალი ქართული სიტყვაა????
0 1 1