x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემი ტელეფონი არ გაქვს ელისო, რომ მკითხო, თუ რა გამოსვლაა ახლა ეს?" - რატომ დაუპირისპირდა ნიკა გვარამია ელისო კილაძეს

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის იმ ფეისბსუქპოსტმა გააღიზიანა, სადაც მან არხის ხელმძღვანელობასთან გადაუმოწმებლად გიორგი გაბუნიას მაყურებელთან გამომშვიდობება არხის დატოვებად ჩათვალა.


"რას ნიშნავდა გიორგი გაბუნიას სიტყვები გადაცემის ბოლოს?

- გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით,

კარგად იყავით?!


მთავარი არხიდან წავიდა?!"- დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომლის სტატუსის ქვეშ პასუხად ნიკა გვარამიას საყვედურნარევი კომენტარიც მოჰყვა:



"ჩემი ტელეფონი არ გაქვს ელისო, რომ მკითხო, თუ რა გამოსვლაა ახლა ეს? თან აბსურდული შინაარსის :)))))))" - დაწერა ნიკა გვარამიამ, რაზეც ელისო კილაძის პასუხი იყო რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად მას სიგნალზე ურეკავდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა და რომ თუ ასე არ არის და გაბუნია არსად მიდის ეს მას მხოლოდ გაუხარდება.


image


შეგახსენებთ, რომ "მთა­ვა­რი არ­ხის" წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია გუ­შინ, გა­და­ცე­მა "პოსტ ფაქტუმის" და­სას­რულს, მა­ყუ­რე­ბელს შემდეგი სიტყვებით გამოემ­შვი­დო­ბა -"ჩვენ ერ­თმა­ნეთს აღარ შევ­ხვდე­ბით", რამაც სა­ზო­გა­დო­ე­ბაში ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით, ტელეწამყვანის ამ განცხადებას არხის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა და აღნიშნა რომ გაბუნია არხიდან არა თუ მიდის, არამედ პირიქით, ის წინაურდება კიდეც.


"შევღონდი პირად მესიჯებზე პასუხის გაცემით. გიორგი გაბუნია არათუ არ მიდის მთავარი არხიდან, თანამდებობრივად წინაურდება. მეტი აღარ მკითხოთ არაფერი, თორემ მთავარი არხიდან კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ იმ ქვეყანას", – დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.





0
900
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
900