x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ამერიკამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტისთვის მღვდლების მომზადება დაიწყო

image

ნასაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაქირავებული მღვდლები სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებთან პოტენციური კონტაქტის შესწავლით იქნებიან დაკავებულნი. მღვდლების წინაშე არსებულ კითხვებს შორის არის მთავარი კითხვა, მოახდენს თუ არა, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობა გავლენას თავად სარწმუნოებაზე.

ამავდროულად, მათი უმეტესობა უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი რელიგია არანაირად არ დაზარალდება, თუ უცხო ცივილიზაციების არსებობა დადასტურდება.

"ბუკინგემის ეპისკოპოსმა, მეუფე ალან უილსონმა, რაბინმა ჯონათან რომენმა მეიდენჰედის სინაგოგადან და იმამ ქარი ასიმმა ლიდის მექას მეჩეთიდან, გამოთქვეს თანხმობა, რომ ქრისტიანული, ებრაული და ისლამური სწავლებები არ დაზარალდება უცხო ცივილიზაციის აღმოჩენით. " ციტირებს გამოცემა The Mirror-ი.

მანამდე გავრცელდა, რომ მეცნიერებმა პროქსიმა კენტავრის ალფას ვარსკვლავური სისტემიდან დააფიქსირეს უცხო სიგნალები.

ასტრონომები დიდად დაინტერესდნენ უჩვეულო სიგნალით. ფაქტია, რომ მისი სპექტრის სიგანე დაახლოებით გიგაჰერცი იყო. ბუნება არ წარმოქმნის ასეთ სიგნალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობის წყარო ტექნოგენური იყო. უფრო მეტიც, სიხშირის დრიფტის სიჩქარე იცვლებოდა ხუთი საათის განმავლობაში, რაც შეიძლება მიუთითებდეს სიგნალის წყაროს ორბიტალურ მოძრაობაზე.

0
461
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0