საქართველო "ნაცებმა ბოდიში მოიხადეთო! არადა მართლა ბოდიში გვაქვს მოსახდელი"- რას წერს მეგი გოცირიძე 2021, 25 დეკემბერი, 16:14 პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გამო სრულ პასუხისმგებლობას "ენს" - ეს აკისრებს და თვლის რომ "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის სახელმწიფოს მართვის სადავეების მშვიდობიანად გადაბარების გამო საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი."ჩვენს დროს ხორცი 8 ლარი ღირდა, წაბლი 1, 50 ლარი. დღეს ხორცი 20-23 ლარი ღირს, წაბლი 15 ლარი, ნაცებმა ბოდიში მოიხადეთ და სახლში წადითო!პ.ს. არადა მართლა ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმისთვის, ხელისუფლება ამ მანქურთს რომ გადავაბარეთ მშვიდობიანად, ხელში ასანთი რომ ჩავუგდეთ, რითაც გვწვავს, ცეცხლის ალში გაგვხვია და 10 წელი ძვრა ვერ ვუყავით...ჩემი ემიგრანტი მეგობარი მირეკავს დღეს და ფულს გამოგიგზავნი, ახალი წლის ღამეს, მოშიმშილეებს შენებური ხაჭაპური და ლობიანები დაუცხვე და მიუტანეო გოგო, მოშიმშილეებს საჭმელი რად უნდათ მეთქი და შენ რომ ადამიანს არ დასცინო ხო არ შეგიძლიაო და მოდი და ნუ გაიცინებდიპ.ს. მოშიმშილეებს მინერალურებს და წვენებს კი მივუტან ახალი წლის ღამეს თუ გაეთრა ჩემი ოჯახიდან ეს ვერაგი ვირუსი, მაგრამ გული მწყდება, რომ დიაბეტის გამო ვერ ვუერთდები პროტესს და ვერაფერს ვაკეთებ, ჩემი პრეზიდენტის თავისუფლებისთვის...#თავისუფლებამიშას✌#ჯანმრთელობამოშიმშილეებს" - წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.320 შეფასება არ არის |