x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბედის ირონიით, ყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერის ავტორი შობას დაიღუპა
image

5 წლის წინ, 25 დეკემბერს, "შობა დღეს" გარდაიცვლა ჯორჯ მაიკლი, ბედიის ირონიით ყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერის ავტორი. დღეს ვისაუბრებთ რუბრიკაში "ერთი სიმღერის ისტორია" ამ საშობაო-საახალწლო სიმღერის შესახებ.

ბრიტანული პოპ დუეტის Wham!-ის მეგა ჰიტი შობა-ახალწელზე Last Christmas გამოიცა Epic Records-ის მიერ 1984 წელს, ორმაგი A-გვერდის ფორმატში Everything She Wants-თან ერთად. 2021 წლის იანვარში სინგლმა ახალი რეკორდი დაამყარა: "როდესაც გამოსვლიდან, 36 წლის შემდეგ ის 5 კვირის მანძილზე მეორე ადგილზე იყო ბრიტანეთის სინგლ-ჩარტებში, საბოლოოდ კი N1 ადგილზე გადაინაცვლა.

1984 წელს Wham!-ის ეს კომპოზიცია ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში მოექცა, მათი საშობაო სინგლი პირველობისთვის ებრძოდა Frankie Goes to Hollywood-ის სიმღერას "The Power of Love".

თუმცა, იმ პერიოდში Band Aid - ბობ გელდოფის საქველმოქმედო პროექტი, გახდა N1 სინგლი, რომელშიც მრავალი ცნობილი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ჯორჯ მაიკლიც. Wham! -მა მაშინ მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ მოგვიანებით გაუსწრო კონკურენტებს გაყიდული ასლების რაოდენობით და, Band Aid პროექტის მსგავსად, მთელი შემოსავალი სინგლიდან «Last Christmas/Everything She Wants" გადაეცა ეთიოპიის მოშიმშილეთა დახმარების ფონდს.

"Last Christmas"-მა N1 ადგილი დაიკავა რამდენიმე ქვეყანაში (ეპანეთი, იაპონია, შვედეთი, დანია, სლოვენია), 2017 წელს ტრეკმა მშობლიურ ბრიტანეთში ისევ N2 დაიკავა. ხოლო "Last Christmas"-ის მთლიანმა ტირაჟმა 2020 წლის თებერვლისთვის გადააჭარბა 1, 9 მილიონ ეგზემპლარს და ის იქცა ბესტსელერად ბრიტანეთში (3 გზის პლატინა)

2019 წლის დეკემბერში სინგლმა მიაღწია N1-ს გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური ვინილის სინგლების ჩარტში და ოფიციალური ვიდეო სტრიმინგის ჩარტში. იგი გახდა ყველაზე გაყიდვადი ვინილის სინგლი დიდ ბრიტანეთში 2019 წელს

შეერთებულ შტატებში სიმღერა რეგულარულად ჩნდება Billboard Holiday Songs Chart-ში. 2016 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, ტრეკს ჰქონდა 751, 000 ციფრული გაყიდვა.

Nielsen SoundScan-ის მიხედვით, "Last Christmas" -ს აშშ-ში ყველა დროის საუკეთესო საახალწლო / სადღესასწაულო ციფრული სინგლების ტოპ-10-ში შედის. ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების შემდეგ, სიმღერამ 2019 წლის 7 დეკემბერს Billboard-ის სადღესასწაულო სიმღერების ჩარტში #3 ადგილი დაიკავა.

2021 წლის 2 იანვარს სინგლმა შეერთებულ შტატებში უმაღლეს პოზიცია დაკავა გამოშვებიდან 35 წლის შემდეგ! (No. 9- Billboard Hot 100) და პირველად მოხვდა ტოპ 10-ში .Recording Industry Association of America (RIAA) მონაცემებით 2021 წლისსთვის სიმღერამ მიიღო 2-გზის პლატინის სერთიფიკატი(2 000 000 ასლი)

კლიპი

ვიდეოში ჯორჯ მაიკლი და მისი პარტნიორი ენდრიუ რიდლი სათხილამურო კურორტზე იმყოფებიან გოგონებისა და მეგობრების გარემოცვაში; ვიდეო გადაღებულია ზაას-ფეში, შვეიცარია.ენდრიუს შეყვარებული ადრე ხვდებოდა ჯორჯს, სიმღერა სწორედ მათ წარსულ ურთიერთობაზეა..ვიდეოში ასევე მონაწილეობენ Pepsi and Shirlie და Spandau Ballet ყოფილი ბექ ვოკალისტები.



პლაგიატი

სიმღერა Last Christmas ჰგავს სიმღერას Can't Smile Without You, 70-იანი წლების ბოლოს ეს სიმღერა პოპულარული გახდა The Carpenters-მა და მომღერალ Barry Manilow-ს წყალობით. 1980-იანი წლების შუა ხანებში გამომცემლობამ Dick James Music-მა სარჩელი შეიტანა ჯორჯ მაიკლის წინააღმდეგ სასამართლოში და პლაგიატში დაადანაშაულა., საქმე საბოლოოდ სასამართლოს გარეთ გარიგებით დასრულდა.



ქავერები



ბილ პაიერი(1998წ-შვედეთის სიგლ-ჩარტში #47);ეშლი ტისდეილი(2006წ-Billboard Hot 100 Airplay-#87); Crazy Frog(2006-რამდენიმე ქვეყნის ტოპ-20, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ირლანდია, ახალი ზელანდია);Cascada(2007 წელი-UK Dance Chart-22); Alcazar-(2009-German Singles Charts-TBD);Jimmy Eat World-2001

image

სერთიფიკატები(ოქრო, პლატინა)

image


image

სხვა მუსიკალური სიახლეები იხილეთ აქ




0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0