x
image
მადამ ფისუნია
ყაჯარული პორტრეტები
image

ყაჯარები 150 წელი მართავდნენ ირანს – დინასტიის პირველი შაჰი იყო აღა-მაჰმად-ხანი. ეს სახელი ქართველებისთვის სისხლიან დამპყრობელთან ასოცირდება. თუმცა, ყაჯარების მმართველობის ხანა დიდი კულტურული აღმავლობითაც გამოირჩეოდა.


1925 წელს ყაჯარებმა დაკარგეს ძალაუფლება და სამეფო ტახტზე ფეჰლევიანები ავიდნენ. ელიტამ ირანი დატოვა, მათი ხელოვნება აიკრძალა და იდევნებოდა კიდეც. ამის გამო, თანამედროვე ირანში ყაჯარული ხელოვნების ძალიან ცოტა ნიმუში შემორჩა, მათი ნაწილი კი საქართველოში მოხვდა. კოლექციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს შალვა ამირანაშვილს, რომლის მონოგრაფია „ირანული დაზგური მხატვრობა“ დღესაც აქტუალურია აღმოსავლური ხელოვნების მკვლევართათვის.
ეროვნული მუზეუმისა და ბერლინის მუზეუმების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, განხორციელდა აღმოსავლური კოლექციების რესტავრაციაკონსერვაციის პროექტი და მოეწყო განახლებული გამოფენა. გამოფენის დამთვალიერებელთა შორის იყო მეტროპოლიტენის მუზეუმის საპატიო დირექტორი, ფილიპ დე მონტებელო.



image

“აბას მირზას პორტრეტი“
მხატვარ მიჰრ ალის წრე
ირანი
მასალა: ტილო, ზეთი
ზომა: 81 X 60 სმ.
image

„ქალი თუთიყუშით“
უცნობი მხატვარი
ირანი
მასალა: ტილო, ზეთი
ზომა: 162 X 85, 5 სმ.

image
“ქალი სარკით“
მუჰამად ჰასანის სტილი
ირანი
მასალა: ტილო, ზეთი
ზომა: 107 X76 სმ.

ძალიან საინტერესოა ეს სურათი, რომელზეც გამოსახულია ქალი სარკით.სიბრტყეზე შესრულებული ეს ნახატი, ჩასმულია აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელი სარკმლის მსგავს ჩარჩოში.ისევე როგორც სხვა აღმოსავლურ მხატვრობის ნიმუშებს, ახასითებთ, ამ სურათზეც ვხვდებით გადაჭარბებულ დეკორს, თუმცა ეს რა საკვირველია სრულებითაც არაა გამაღიზიანებელი. ძალიან ეროტიულია ქალის ზედა ტანისამოსი, რომელიც კარგადაა დამუშავებული და გამჭვირვალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე საინტერესოა ქალის წითელი ხელები, ანუ ინით შეღებილი ხელის მტევნები რაც ირანში სილამაზის სიმბოლოდ ითვლებოდა და ხშირად ვხვდებით მათ მხატვრობის სხვა ნიმუშებშც.


image

“შეყვარებულები
მოახლესთან ერთად“

უცნობი მხატვარი
ირანი
მასალა: ტილო, ზეთი
ზომა: 142, 5 X 85 სმ.

ეს ნიმუში გალერეამ 1929 წელს შეიძინა დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით. იგი შესთავაზა ალექსანდრე კოვალკოვმა, რომელმაც გალერეის გახსნის დღეს იხილა მისი მსგავსი ნიმუშები თბილისში, როგორებიც მანამდე არ ენახა. კომისიამ, დიმიტრი შევარდნაძის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და შალვა ამირანაშვილის შემადგენლობით, სურათების მხატვრული ღირებულება დაადგინა და ირანულ ხელოვნებას – კერძოდ, ყაჯარულ სტილს მიაკუთვნა. ამ სურათთან ერთად მათ მეორეც შეიძინეს, “შეყვარებულები მოახლე ბიჭთან ერთად.”

image
მოჰამად
შაჰის პორტრეტი

უცნობი მხატვარი
ირანი
მასალა: ტილო, ზეთი
ზომა: 209, 5 X 104 სმ.

ჩვენი კოლექციის უმეტესი ნამუშევრაბი შესრულებულია უცნობი ავტორების მიერ, ამიტომ, ყაჯართა ქართულ კოლექციაზე საქართველოში განსხვავებული აზრი არსებობს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში დაცული ყაჯართა დინასტიის პორტრეტების ავტორები ირანელი მხატვრები არიან, ის მხატვრები, რომლებიც სწორედ საქართველოში ეზიარნენ ევროპულ კულტურას. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც - არიან მეცნიერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს პორტრეტები ქართველი მხატვრების მიერაა შესრულებული.

ისლამური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სპეციალისტი, ირანის უკანასკნელი დედოფლის რძალი, ლეილა დიბა ამ ვერსიას უარყოფს, მისი თქმით საქართველოში ნანახი ნიმუშების უმეტესობას - ალბათ, სამიოდეს გამოკლებით - აშკარა კავშირი და პარალელები აქვს ირანში დაცულ ნიმუშებთან, რომელთაც ხელს ირანელი მხატვრები აწერენ. ამდენად, აშკარა ხდება, რომ მისი უმრავლესობა ირანში მცხოვრები მხატვრების მიერ არის შექმნილი. თუმცა არის ორი თუ სამი ნიმუში, რომელიც განსხვავებულია. ესენი, ალბათ, მე-19 საუკუნის ირანული მხატვრობის გავლენითაა შექმნილი, მაგრამ მათ აშკარად გამორჩეული ესთეტიკა აქვთ, რომელსაც ქართული შეგვიძლია ვუწოდოთ.

Layla S Diba

ხელნაწერი მინიატურით

ირანი
მასალა: ქაღალდი, მინერალური და მცენარეული
საღებავები, ოქრო
ზომა: 26, 5 X15, 5 სმ.


დაბოლოს, ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი და საინტერესოა მათი წიგნის მხატვრობა. თუ ხელნაწერს დავაკვირდებით, მასში მეტია მხატვრობა, ვიდრე ნაწერი, რაც ძალიან შთამბეჭდავია, განსაკუთრებით უცხოელის თვალისთვის, რომელსაც არ შეუძლია წაკითხვა იეროგლიფებისა, რომლებიც არანაკლებ მხატვრულად გამოიყურება, ვიდრე თავად მინიატურა. ალბათ, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც აღმოსავლურ კულტურას უნიკალურს და სხვებისგან გამორჩეულს ხდის.


image

“შეყვარებულები”

მხატვარი ვალი
ირანი
მასალა: ქაღალდი, მინერალური და მცენარეული საღებავები,
ოქრო
ზომა: 26, 5 X15, 5 სმ.

0
241
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0