x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
4600 წლის პირამიდების გამოსახულება აღმოაჩინეს ნივთზე, რომლის ასაკი 5000 წელს აღემატება

ძველი ეგვიპტელები სირაქლემაზე დინასტიამდელ დროშიც კი ნადირობდნენ. იმ პერიოდში, მათი კვერცხები სხვადასხვა მიზნით ფართოდ გამოიყენებოდა — იყენებდნენ, როგორც საკვებს. ხოლო, დაცლის შემდეგ, კონტეინერებად ხმარობდნენ. ერთ–ერთი ასეთი კვერცხი ნუბიაში (რეგიონი აფრიკაში, ნილოსის სანაპიროზე, ასუანის მახლობლად) აღმოჩენილ სამარხში იპოვეს. ხოლო სამარხი, როგორც აღმოჩნდა ნაქადა I* კულტურას ეკუთვნის (ძვ. წ. აღრ. 4000–3500 წწ.), რომლის ასაკი 5 000 წელს აღემატება. ამ კვერცხის განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასზე ნილოსი და გიზის სამი პირამიდა გამოსახული, რაც ამ ძეგლების მშენებლობის თარიღის გათვალისწინებით, შეუძლებელია! «ოფიციალური მეცნიერების» მონაცემებით — 5 ათასი წლის წინ, პირამიდები ჯერ კიდევ არ არსებობდა.


image


ეგვიპტოლოგების შეფასებით, მაგ., ხეოფსის პირამიდის მშენებლობა ძვ. წ. აღრ. 2560 წ. დაიწყო. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სამშენებლო მასალად ქვა არის გამოყენებული, ტრადიციული დათარიღების მეთოდის, როგორიც ნახშირბად–14 არის, გამოყენება შეუძლებელია. ამიტომ, ბევრი რამ, რაც გიზას პირამიდების კომპლექსის შესახებ არის ცნობილი, მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც ისტორიულ სიმართლედ ასაღებენ.


image


გიზას პლატოს გარშემო არსებულმა გაურკვევლობამ, ბევრი მეცნიერი აიძულა, მტკიცებულებები ორთოდოქსალური წარმოდგენების მიღმა მოეძებნა და უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალი ჰიპოთეზის განხილვის და პირამიდების ასაკი ბევრად უფრო შორეულ წარსულში გადაიწევის შესაძლებლობას იძლევა.

ამგვარი აღმოჩენებიდან ერთ–ერთია სირაქლემის მოხატული კვერცხი. დათარიღების მიხედვით, სამარხში აღმოჩენილი ადამიანის ნაშთები ასაკი 5000 წლია. შესაბამისად, სამარხში აღმოჩენილი ნივთებიც, ისეთივე ძველია, როგორც იქ დაკრძალული ადამიანის ნეშთი.

ნაქადა* — ძველ ეგვიპტეში ქ. ნუბტუს სახელით იყო ცნობილი. ხოლო, ანტიკურ სამყაროში — ომბოს ეძახდნენ. სახელი ძველეგვიპტური სიტყვიდან ნუბიდან (ოქრო) მომდის, მისი, არაბეთის უდაბნოში მდებარე, ოქროს საბადოებთან სიახლოვი გამო.

ნაქადში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილია ნეოლითის დროინდელი არტიფაქტები, რომელიც 3 კულტურად იყოფა:

ნაქადა I კულტურა (ამრატიული კულტურა) — ძვ.წ. აღრ. 4000-3500 წწ.
ნაქადა II კულტურა (გერზეული კულტურა) — ძვ.წ. აღრ. 3500-3200 წწ.
ნაქადა III კულტურა (პრეისტორიული კულტურა) — ძვ.წ. აღრ. 3200 – 3000 წწ.


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. სტალინი და იუმორი – 15 რეალური ფაქტი, ბელადის ცხოვრებიდან

2. ყველაზე ხელგაშლილი "მათხოვარი" - ამ ადამიანის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"

6. "თირკმელების ხეობაში" უმრავლესობა ერთი თირკმელით ცხოვრობს




0
681
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0