x
მეგანისა და ჰარის ქალიშვილის პირველი საჯარო ფოტო - როგორ გამოიყურება ლილიბეტი
image
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის საშობაო ბარათი ოთხშაბათს გამოვიდა და მასზე ოჯახის მეოთხე წევრი, 4 ივნისს დაბადებული ლილიბეტ დიანაა ასახული. ეს ლილიბეტის პირველი ფოტოა, რომელიც წყვილმა საჯაროდ გამოაქვეყნა.


ფოტო ფოტოგრაფმა ალექსი ლუბომირსკიმ ამ ზაფხულს, სანტა ბარბარაში, კალიფორნიაში გადაიღო, სადაც წყვილი ამჟამად ცხოვრობს. ლუბომირსკის ეკუთვნის წყვილის ქორწილის ფოტოებიც.


საშობაო ბარათზე წერია: „2021 წელს სამყაროს მოევლინა ჩვენი ქალიშვილი, ლილიბეტი, არჩიმ ჩვენ დედ-მამა გაგვხადა, ლილიბეტმა კი ოჯახი. 2022 წლის მოლოდინში, ჩვენ თქვენი სახელით შემოწირულობა გავიღეთ სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, რომლებიც პატივს სცემენ და ეხმარებიან ოჯახებს. დაწყებული ავღანეთიდან გადასახლებული ოჯახებიდან - დასრულებული ამერიკული ოჯახებით, რომლებსაც მშობლის ანაზღაურებადი შვებულება სჭირდებათ“.


image


ახალ ფოტოზე არჩის წითელი ხშირი თმა გვხვდება თვალში, ლილიბეტი კი დედას შესცინის.


ეს უკვე მეორე წელია, რაც მეგანი შობის დღესასწაულს კალიფორნიაში აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ოჯახი კანადიდან საცხოვრებლად შტატებში გადავიდა.


image
საშობაო ბარათის გამოშვება სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიასთვის ტრადიციად იქცა. 2021 წელს მათი საშობაო ბარათის ფოტო, რომელიც მეგანის დედის, დორია რეგლენდის გადაღებული იყო, ასახავდა წყვილს, მათ ვაჟს არჩის და ორ ძაღლს - პულასა და გაის.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0