მხატვრობა 12 ცნობილი მხატვარი ქალი, რომელიც ყველა ხელოვნების მოყვარულმა უნდა იცოდეს 2021, 24 დეკემბერი, 1:10 ხელოვნების ისტორია სავსეა დიდი ადამიანების სახელებით - ლეონარდო და ვინჩის, ვინსენტ ვან გოგის, პაბლო პიკასოს და ა.შ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ქალებზე, რომლებმაც ხელი შეუწყეს მსოფლიო ვიზუალური ხელოვნების ისტორიის ჩამოყალიბებას? როგორც ბევრ სხვა დარგში, ქალებს ისტორიულად თრგუნავდნენ ხელოვნებაში კარიერის მოწყობაშიც, თუმცა ისტორიაში არის ბევრი ქალი, ვინც გაუძლო ამ წნეხს. ამ ცნობილ ქალ მხატვრებს უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე მათი სქესი და კარიერული გზა - ისინი ყველა თავისებური სტილის მიმდევრები არიან, და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალი ბარიერის დამსხვრევით. რასაკვირველია, ეს ქალები დიდი ალბათობით უკმაყოფილო იქნებოდნენ, რომ მოხვდნენ ქალი მხატვრების სიაში, ალბათ, ამჯობინებდნენ მათი სქესის მიღმა მხატვრობის და საკუთარი შემოქმედების დაფასებას. სამწუხაროდ, რამდენადაც ქალები აგრძელებენ ბრძოლას თანასწორობისთვის ყველა სფეროში, ამ გამორჩეულ ხელოვანებს ხშირად სქესის მიხედვით მაინც ახსენებენ. საბედნიეროდ, ეს გამორჩეული ქალები ამსხვრევენ მითებს. მათ პოზიტიურად მოიხსენიებენ და აღიარებენ ხელოვნების ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის. ქალები წამყვანი ფიგურები იყვნენ ყველა მხატვრულ მოძრაობაში, იტალიური რენესანსიდან ამერიკულ მოდერნიზმამდე და მის ფარგლებს გარეთაც. მოდით, გადავხედოთ ამ განსაკუთრებული ქალების ძალას, ხასიათსა და ნიჭს. სოფონისბა ანგუისოლა (1532–1625)
არტემისია ჯენტელესკი (1593–1653)როგორც დახელოვნებული მხატვრის ქალიშვილს, არტემისია ჯენტილესკის ახალგაზრდობაშივე მიეცა ხელოვნების სამყაროში წვდომის საშუალება. ადრეულ პერიოდში მამამისის სახელოსნოში საღებავებს ურევდა და მამამაც მხარი დაუჭირა მის კარიერას, როდესაც აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. როგორც იტალიური ბაროკოს პერიოდის ცნობილი მხატვარი, არტემისია ჯენტილესკი არ აძლევდა უფლებას საკუთარ სქესს განეშორებინა იგი მისთვის საინტერესო თემისგან. მან დახატა ფართომასშტაბიანი ბიბლიური და მითოლოგიური სურათები, ისევე როგორც მისმა თანამედროვე მამრობითი სქესის კოლეგებმა. არტემისია იყო პირველი ქალი, რომელიც მიიღეს ფლორენციის პრესტიჟულ სახვითი ხელოვნების აკადემიაში.მისი მემკვიდრეობა ზოგჯერ ჩრდილავს მის ბიოგრაფიას, ჯუდიტისა და ჰოლოფერნესის სისხლიანი გამოსახულებები ხშირად იქნა გატარებული კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან ნამუშევარი ინტეპრირებულია არტემისიას თანამედროვე მხატვრის ყველასათვის ცნობილი კარავაჯოს ხელით. თუმცა, მისი ნიჭი უდაოა და ის კვლავ აღიარებულია ქალის ფორმის რეალისტური გამოსახულებების გადმოცემით, მისი ფერების სიღრმით და სინათლისა და ჩრდილის გასაოცარი გამოყენებით.ROY_260216_ 007 ჯუდიტ ლეისტერი (1609-1660)ჰარლემში დაბადებული ჯუდით ლეისტერი ჰოლანდიის ოქროს ხანის წამყვანი მხატვარი იყო. ამ პერიოდის ჰოლანდიელი მხატვრებისთვის დამახასიათებლად ლეისტერიც სპეციალიზირებულია ჟანრულ ფერწერაში, ნატურმორტსა და პორტრეტებში. მისი მხატვრული მომზადების დეტალები გაურკვეველია, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც მიიღეს ჰარლემის მხატვართა გილდიაში. მოგვიანებით მან შექმნა წარმატებული სახელოსნო რამდენიმე შეგირდ მამაკაცთან ერთად და ცნობილი იყო მისი პორტრეტების მშვიდი, არაფორმალური ბუნებით.მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ წარმატებული იყო სიცოცხლის განმავლობაში, მისი რეპუტაცია მისი გარდაცვალების შემდეგ დაზარალდა სამწუხარო გარემოებების გამო. ქალის მთელი შემოქმედება მიეწერა ფრანს ჰალსს. ხშირ შემთხვევაში, მის ხელმოწერას ფარავდნენ კოლექციონერები, რომლებიც ცდილობდნენ დიდი მოგების მიღებას ფრანს ჰალსის ნამუშევრების მაღალი საბაზრო ღირებულების გამო. მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა აღმოჩენილი ეს შეცდომები და მეცნიერებმა კვლავ აღიარეს ლეისტერი საკუთარი მხატვრული უნარების გამო.ელიზაბეტ ვიჟე ლე ბრუნი (1755-1842)ფრანგმა პორტრეტისტმა ელისაბედ ვიჟე ლე ბრუნმა შექმნა შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომელიც ჯამში 1000 პორტრეტსა და პეიზაჟის ფერწერას მოიცავს. როგორც მხატვრის ქალიშვილი, მან ადრეული ინსტრუქცია მიიღო მამისგან და პროფესიონალურად ხატავდა პორტრეტებს მოზარდობის პერიოდში. მისი დიდი კარიერული გარდატეხა მოხდა, როდესაც მას მარი ანტუანეტის პორტრეტის მხატვრი უწოდეს და მოგვიანებით მრავალ სამხატვრო აკადემიაში მიიღეს.მისი სურათები თითქოს ხიდია უფსკრულზე თეატრალურ როკოკოს სტილსა და უფრო თავშეკავებულ ნეოკლასიკურ პერიოდს შორის. იგი უწყვეტი წარმატებით სარგებლობდა კარიერაში, თუნდაც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ემიგრაციაში ყოფნისას, რადგან ის იყო არისტოკრატიის საყვარელი მხატვარი მთელს ევროპაში.მისი პორტრეტების ბუნებრივი, მოდუნებული მანერა რევოლუციურად ითვლებოდა, იმ დროს, როდესაც პორტრეტი ხშირად მოითხოვდა უმაღლესი კლასების ოფიციალურ მკაცრ გამოსახულებებს.როზა ბონეური (1822-1899)ბევრი ქალი მხატვრის მსგავსად, როზა ბონეურის მამაც მხატვარი იყო. როზა ფრანგი რეალისტი მხატვარი, ითვლება მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალ მხატვრად, რომელიც ცნობილია თავისი ფართო ფორმატიანი სურათებით, სადაც ცხოველებია გამოსახული. ის თავის ნამუშევრებს რეგულარულად გამოფენდა პარიზის ცნობილ სალონებში და წარმატებას მიაღწია საზღვარგარეთაც, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ბრიტანეთში. ბონჰეურმა დიდი დრო დახარჯა ცოცხალი ცხოველების მოძრაობაში დახატვაში, რაც განაპირობებდა მის შესანიშნავ უნარს ტილოზე დაეფიქსირებინა მათი პლასტიკა.ბონეური ასევე აღსანიშნავია გენდერული სტერეოტიპების დარღვევისთვის შეტანილი წვლილისთვის. 1850-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, მას ეცვა მამაკაცის სამოსი, რის გამოც პოლიციის ნებართვაც კი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად აკრიტიკებდნენ შარვლისა და ფართო ბლუზების ტარების გამო, იგი განაგრძობდა მათ ტარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიზეზად ასახელებდა მათ პრაქტიკულობას ცხოველებთან მუშაობისას. ის ასევე იყო ღია ლესბოსელი, ჯერ პარტნიორთან ნატალი მიკასთან ცხოვრობდა 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შემდეგ კი, მიკას გარდაცვალების შემდეგ, დაამყარა ურთიერთობა ამერიკელ მხატვარ ანა ელიზაბეტ კლუმპკესთან.ბერთ მორისო (1841-1895)მორისო მიჩნეული იყო ერთ-ერთ დიდ იმპრესიონისტ ქალად, მის ძარღვებში ხელოვნება ჩქეფდა. დაიბადა არისტოკრატულ ფრანგულ ოჯახში, იგი იყო ცნობილი როკოკოს მხატვრის ჟან-ონორე ფრაგონარის დისშვილი. თავდაპირველად, მან თავისი ნამუშევრები გამოფინა პარიზის სალონში, სანამ შეუერთდებოდა პირველ იმპრესიონისტულ გამოფენას მონესთან, სეზანთან, რენუართან და დეგასთან ერთად. მორიზოს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს ედუარ მანესთან, რომელმაც დახატა მისი რამდენიმე პორტრეტი და საბოლოოდ იგი თავის ძმაზე დაქორწინდა.მისი ხელოვნება ხშირად ფოკუსირებული იყო საშინაო სცენებზე და ამჯობინებდა პასტელებთან, აკვარელთან და ნახშირთან მუშაობას. მის მსუბუქ და ჰაეროვან ნამუშევრებს ხშირად აკრიტიკებდნენ, როგორც ზედმეტად „ქალურს“.მერი კასატი (1844-1926)ამერიკელმა მხატვარმა მერი კასატმა თავისი ზრდასრული ცხოვრება საფრანგეთში გაატარა, სადაც იმპრესიონისტების ჯგუფის განუყოფელი ნაწილი გახდა. კასატი დაიბადა შეძლებულ ოჯახში, რომელმაც პირველად გააპროტესტა მისი სურვილი გამხდარიყო მხატვარი. მან საბოლოოდ დატოვა ხელოვნების სკოლა მას შემდეგ, რაც იმედგაცრუებული იყო იმ განცალკევებული მოპყრობის გამო, რომელიც მიიღეს ქალ სტუდენტებმა - მათ არ შეეძლოთ ცოცხალი მოდელების გამოყენება და დარჩნენ ნატურიდან ხატვა.22 წლის ასაკში პარიზში გადასვლის შემდეგ, კასატი ეძებდა კერძო სტაჟირებას და თავისუფალ დროს ატარებდა ძველი ოსტატის ნამუშევართა კოპირებაში ლუვრში. კასატის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც შეუერთდა იმპრესიონისტებს და დაამყარა უწყვეტი მეგობრობა დეგასთან. ამავდროულად, იგი აშკარად გამოხატავდა შეშფოთებას ფორმალური ხელოვნების სისტემის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, ქალი მხატვრებისგან მოითხოვდა, რომ ეფლირტავათ ან დამეგობრებოდნენ მამაკაც „პატრონებს“, რათა წინ წასულიყვნენ. მან შექმნა საკუთარი კარიერა იმპრესიონისტებთან ერთად, დაეუფლა პასტელს, რათა შეექმნა რბილი, მსუბუქი ნამუშევრები, რომელიც ხშირად გამოხატავდა მზრუნველ ქალებს. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში კასატი აგრძელებდა ქალთა თანასწორობის მხარდაჭერას, მონაწილეობდა გამოფენაშიც ქალთა ხმის უფლების მხარდასაჭერად.????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ჯორჯია ოკიფი (1887–1986)როგორც ამერიკული მოდერნიზმის სათავეში მყოფი მხატვარი, ჯორჯია ო'კიფი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი მხატვარია. მისმა ადრეულმა ნახატებმა და სურათებმა გამოიწვია თამამი ექსპერიმენტები აბსტრაქციაში, მისმა ფოკუსირებულობამ მხატვრობაზე, რათა გამოეხატა საკუთარი გრძნობები, წარმოშვა ახალი ეპოქა“Art for Art's Sake.”. სიცოცხლის განმავლობაში მისი კარიერა ქმართან, ალფრედ შტიგლიცთან იყო გადაჯაჭვული. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ფოტოგრაფი მხარს უჭერდა იდეებს, რომ ამერიკული ხელოვნება შეიძლება გაუტოლდეს ევროპის ხელოვნებას და რომ ქალ მხატვრებს შეეძლოთ ისეთივე ძლიერი ხელოვნების შექმნა, როგორიც შექმნეს კაცებმა, მან ასევე შეაფერხა მისი ნამუშევრების ინტერპრეტაცია.შტიგლიცი კრეატიულობას განიხილავდა, სექსუალურობის ექსპრესიად და ამ ფიქრებმა, ო'კიფის ინტიმურ პორტრეტებთან ერთად, წამოაყენა იდეა, რომ მისი ყვავილების ნახატები ქალის სასქესო ორგანოების მეტაფორა იყო. ეს არის კონცეფცია, რომელსაც მხატვარი ყოველთვის უარყოფდა, თუმცა მისი ნამუშევრები უდავოდ სენსიტიურია. ო'კიფმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ხელოვნების, როგორც მხოლოდ მისი სქესის ასახვა, ინტერპრეტაციასთან ბრძოლაში, . მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უარს ამბობდა ქალთა ხელოვნების გამოფენებში მონაწილეობაზე, რადგან სურდა განემარტა საკუთარი თავი, როგორც უბრალოდ ხელოვანი, დაცლილი ყოველგვარი სქესისა და სხვა იარლიყისაგან.https://artwizard.eu - Buy Art Online Buy original art from ArtWizard! We offer unique originals from distinguished artists, seleсted by ArtWizard curators and art experts. Buy your piece of art now. ტამარა დე ლემპიჩკა (1898–1980)პოლონელი მხატვარი თამარა დე ლემპიკა ცნობილია თავისი უაღრესად სტილიზებული პორტრეტებითა და შიშველი სურათებით, რომლებიც ასახავს არტ დეკოს ეპოქას. ტამარამ თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში, სადაც მისი ნამუშევრები მოწონებული იყო არისტოკრატების მიერ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათია, ავტოპორტრეტი მწვანე ბუგატიში, რომელიც ასახავს ტამარას ფიგურების გრილ და განცალკევებულ ბუნებას. ნამუშევარში, რომელიც შეიქმნა გერმანული მოდის ჟურნალის გარეკანისთვის, ტამარა გამოხატავს დამოუკიდებლობას და მიუწვდომელ სილამაზეს.მისი სურათები ხშირად შეიცავდა სურვილების, მაცდურობისა და მოდერნისტული სენსიტიურობის ნარატივებს, რაც ისინი იმ დროს, თავის მხრივ რევოლუციურად მიიჩნეოდა. ტამარა წარმატებით სარგებლობდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდეც, თუმცა მისდამი ინტერესი მეტად აღორძინდა 1960იან წლებში, როდესაც „არტ დეკო“ კვლავ პოპულარული გახდა. მისი მარტივად ამოსაცნობი ხელწერა და ცნობადი სტილი მას განსაკუთრებულ ფავორიტად აქცევს არტ დეკოს თაყვანისმცემლებში. დღეს მისი ნამუშევრები ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს, მადონა მისი ნამუშევრების ცნობილი კოლექციონერია.ფრიდა კალო (1907-1954) ამჟამად, არ არსებობს მე-20 საუკუნის სხვა ქალი მხატვარი, რომელიც ფრიდა კალოზე ცნობადია. მასზე საუბარი შესაძლებელია დაუსრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ მის თავს დატეხილი ტრაგიკული შემთხვევის დრამა და მისი მღელვარე ურთიერთობა ქმართან დიეგო რივერასთან, ზოგჯერ ჩრდილავდა მის მხატვრულ შესაძლებლობებს, არ შეიძლება უარვყოთ მისი ხელოვნების ძალა. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი ავტოპორტრეტებით, რომლებიც ეხება იდენტობის, ტანჯვისა და ადამიანის სხეულის თემებს. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის განმავლობაში მას ხანდახან მხოლოდ "დიეგო რივერას ცოლად" მოიხსენიებდნენ, მისმა ნამუშევრებმა მისი გარდაცვალების შემდეგ უზარმაზარი იმპულსი ჰპოვა. ფრიდა კალოს ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ეკუთვნის მსოფლიოს მნიშვნელოვან ხელოვნების მუზეუმებს. ჰელენ ფრანკენთალერი (1928–2011)მანჰეტენზე გაზრდილი ჰელენ ფრანკენთალერი ფერწერის სწავლობდა დალტონის სკოლასა და ბენინგტონის კოლეჯში. მან თავისი ფართო საგამოფენო კარიერა დაიწყო 1952 წელს, მისი ნახატის „მთები და ზღვა“ ჩვენებით. მხატვარ ჰანს ჰოფმანთან სწავლის შემდეგ, როგორც ახალგაზრდა მხატვარი, იგი გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მხატვრულ მოძრაობაში. მის ნახატებში იყო ფერადი, ორგანული ფორმები. მისი კარიერის პირველ წლებში ეს კომპოზიციები ტილოზე ცენტრალიზებული იყო. 1960-იანი წლებისთვის კი ფრანკენთალერის ნამუშევრები ხშირად მოიცავდა მთელს ტილოს. მის ნამუშევრებში იგრძნობა სტილის მუდმივი ევოლუცია.დღეს ფრანკენთალერს მოიხსენიებენ, როგორც ფერთა ფერწერის პიონერს. ბრწყინვალე ფერის ეფექტის მისაღწევად, ფრანკენთალერი ათხელებდა საღებავებს ტურპენტინით, სანამ მათ ტილოზე დაასხამდა. . ამ "გაჟღენთილი ლაქის" მეთოდის შედეგი იყო თითქმის აკვარელის მსგავსი ვიზუალი, ორგანულ ფენებში აგებული ფერით. მისი ნამუშევრები განთავსებული იყო 1964 წლის ცნობილ გამოფენაზე, რომელსაც კურირებდა ხელოვნებათმცოდნე კლემენტ გრინბერგი, სახელწოდებით Post-Painterly Abstraction. დღეს ჰელენის ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ ამერიკულ ხელოვნების დიდ მუზეუმებში.Frankenthaler, Helen, 1964-1989, undated ARTIST: Frankenthaler, Helen NATIONALITY: United States DATE_OF_WORK: 1958 MATERIALS: oil on canvas DIMENSIONS: 102 -3/8 x 104 -3/8 CREDIT_LINE: Anonymous gift A man looks at a painting Off White Square by Artis Helen Frankenthaler at the art gallery Phillips on September 30, 2020 in Southampton, New York. - Beach umbrellas are in back garages as temperatures cool, but wealthy New Yorkers are staying in the Hamptons beyond summer, fearful of the pandemic and rising crime in the city. (Photo by Kena Betancur / AFP) (Photo by KENA BETANCUR/AFP via Getty Images) UNSPECIFIED - CIRCA 1956: Painter Helen Frankenthaler sitting amidst her art. (Photo by Gordon Parks/The LIFE Picture Collection via Getty Images) ჯუნ ლიფი (1929–PRESENT)ჯუნ ლიფი დაიბადა და გაიზარდა ჩიკაგოში, მცირე ხნით სწავლობდა IIT-ის დიზაინის ინსტიტუტში, სანამ 18 წლის ასაკში პარიზში დამოუკიდებლად სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტდა. 1954 წელს იგი დაბრუნდა ილინოისში ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხების მისაღებად ხელოვნებაში. თუმცა, 1958 წელს იგი კვლავ დაბრუნდა პარიზში, ფულბრაიტის მიერ მისი ნამუშევრების დაფინანსებით. წლების განმავლობაში მან განავითარა ალეგორიული სტილი რამდენიმე ჭრილში. კალმითა და მელნით ნახატების, ტილოზე ნახატებისა და კინეტიკური სკულპტურების საშუალებით. ლიფის ნამუშევრები მოიცავს აბსტრაქტულ და უჩვეულო ფორმებს. მისი ნამუშევრები ხშირად ასახავს ადამიანის სხეულს - და ის ხშირად აერთიანებს საკუთარ წარმოსახვით ხელებს ნამუშევარში.ლიფი და მისი ქმარი — კინორეჟისორი და ფოტოგრაფი რობერტ ფრანკი — ცხოვრობდნენ ნიუ-იორკში ბლეკერ სტრიტის ბინასა და ახალ შოტლანდიაში სათევზაო კოტეჯში. 2016 წელს უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმმა გამართა მისი ნამუშევრის რეტროსპექტივა სახელწოდებით „ჯუნ ლიფი: უსასრულო ფიქრები“. მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი 2019 წელს გარდაიცვალა, ლიფი მაინც აგრძელებს საკუთარ მოღვაწეობას.Head, by June Leaf, 1975. Pen and ink and colored pencil on paper, 13 7/8 × 19 7/8 in. Collection of the arti 522 1-ს მოსწონს
|