x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კარნავალის სტრიპტიზატორები" - სუზან მეიზელას სკანდალური ფოტოწიგნი

image


ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის სუზან მეიზელასის სკანდალურმა პროექტმა "კარნავალის სტრიპტიზიორები" დღის სინათლე 1976 წელს იხილა. ხელოვანის ფოტოწიგნი თამამი კადრების გარდა, ფოტოზე მოხვედრილი ადამიანების ისტორიებსაც აერთიანებდა. სუზანს მსოფლიო აღიარება სწორედ აღნიშნულმა ფოტოპროექტმა მოუტანა და ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ - რეპორტიორად აღიარეს.


image


ეს პროექტი დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ფემინიზმის ერთ-ერთ ყველაზე პირველ, ნათელ გამოხატულებად იქცა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი პატრიარქალურ კულტურაში ფოტოებს თავად ქალებს უღებდა, არამედ იმიტომაც რომ მეიზელასმა მათ პირველად ხმის უფლებაც მისცა. ხელოვანმა დიქტოფონზე ჩაწერა მათი ის ისტორიები, რომლებსაც ისინი საკუთარ თავზე, ცხოვრებასა და პროფესიაზე ჰყვებოდნენ. სწორედ ეს მოთხრობები იქცა კადრებთან ერთად წიგნის განუყოფელ ნაწილად.


image


ფოტოხელოვანის "კარნავალის სტრიპტიზიორები" - დაბალი სოციალური ფენის ქალების ერთგვარ ფოტოკრებულს წარმოადგენს, ქალების, რომლებიც ფულის გამო შიშვლდებიან, ქალების, რომლებიც რამდენიმე დოლარის სანაცვლოდ ახალი ინგლისის ბაზრობებზე ცეკვავენ და რომლებიც იქვე, სცენის მიღმა კარავში სოფლის კაცებს ემსახურებიან.

image


საზოგადოება და კრიტიკოსები ფოტოხელოვანის ნამუშევარს აღფრთოვანებით არ შეხვედრია, პირიქით, ფოტოწიგნში შესულმა კადრებმა და ისტორიებმა მკითხველში მოწონებაზე მეტად უფრო გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან ის მათ იმ სიღრმისეულ ფიქრებს აღუძრავდა, რომელთა მოშორებასაც ბევრი მათგანი თავიდან ასე მონდომებით ცდილობდა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
70
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
70