x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ ნანობს ყველაზე ძალიან საბჭოთა კავშირის დაშლას?

image

რუსების თითქმის ორი მესამედი (62%) ნანობს, რომ 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის ფონდის ( ФОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში, რომელიც Интерфакс-ის შეკვეთით განხორციელდა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად ყველაზე მეტად ნანობენ საბჭოთა კავშირის დაშლას 46-იდან -60 წლამდე მოქალაქეები (82%), 60 წელს გადაცილებულ რუსებს შორის ეს წილი 76%-ია.

18-30 წლის ახალგაზრდებში გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი (28%) ნანობს საბჭოთა სახელმწიფოს დაშლას, ხოლო 32-დან 45 წლამდე მოქალაქეებს შორის უფრო ნაკლები რაოდენობაა, რომელიც სსაბჭოთა კავშირს მისტირის-56% აღნიშნავენ სოციოლოგები.

თავის მხრივ, ФОМ-ის თანახმად, ყოველი მეხუთე რუსი (21%) არ ნანობს იმას, რომ 30 წლის წინ საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, მათგან უმეტესობა 30 წლამდე ახალგაზრდაა (39%).

გამოკითხვის მიხედვით, რუსების 17%-ს, ანუ თითქმის ყოველ მეექვსეს, უჭირს პასუხის გაცემა- სსრკ-ს დაშლა-არ დაშლის ვარგისიანობის განსაზღვრაზე.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოქალაქეების 45% დარწმუნებულია, რომ რუსეთმა წააგო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხოლო საპირისპირო მოსაზრებას აქვს რუსების დაახლოებით მესამედს (32%).

სოციოლოგების კითხვაზე, აქვთ თუ არა სსრკ-ს ხელახლა შექმნის სურვილი, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52%) დადებითად უპასუხა, თითქმის ყოველი მესამე რესპონდენტი (31%) უარყოფითი პასუხი გასცა. ამავდროულად, რუსების თითქმის სამი მეოთხედი (74%) დარწმუნებულია, რომ შეუძლებელია ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა, რომელიც დაინგრა 30 წლის წინ; მოქალაქეთა მხოლოდ 17% აღიარებს ასეთ შესაძლებლობას.

რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების ალბათობას, რუსების 6% თვლის, რომ შესაძლებელია ყველას გაერთიანება უახლოეს მომავალში, ყოველი მეათე (10%) აღიარებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობის გაერთიანების ალბათობას, 29% რუსებს სჯერათ, რომ შესაძლოა ზოგიერთი რესპუბლიკის გაერთიანება.

არ სჯერათ გაერთიანების.გამოკითხვის მონაწილეთა თითქმის ნახევარს (47%).

სახალხო გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 10-12 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის 53 შემადგენელი ერთეულის 104 დასახლებაში.სულ გამოიკითხა 1500-ზე მეტი რესპონდენტი.

მიმდინარე თვის შუა რიცხვებში, სპეცპროექტის ფარგლებში "30 წელი საბჭოთა კავშირის გარეშე" ჩატარდა გამოკითხვა, რის მიხედვითაც 18 წელს ზემოთ რესპონდენტებს უნდა დაესახელებინათ საყვარელი საბჭოთა ფილმები, სიმღერები და წიგნები.

პირველი ხუთეული ფილმებში ასე გადანაწილდა.(ორივე სქესში)"მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" (ხმების 6%)“"გოგონები"(5%), "განთიადი კი აქ მშვიდია"(4%)"ბრძოლაში მიდიან მარტო "ბებრები"(4%) და "ოპერაცია ი და შურიკას სხვა თავგადასავლები"(4%)... აქედან ქალებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა ფილმმა "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"(8%), ხოლო მამაკაცებში "ბრძოლაში მიდიან მარტო ბებრები"(6%).რაც შეეხება სიმღერებს - გააგრძელე კითხვა>>>

0
952
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0