![image](/uploads/article_images/small/57461347713292.jpg)
უკვე მოძველებული "ვოლგა" კარგა ხანია რეაბილიტაციას და ახალ შესაძლებლობებს ელის და აი, დადგა კიდეც ეს დღე, როცა დღის სინათლეს ახალი "ვოლგა სიბერი" მოევლინა.
რუსეთში ახალ მოდელს 21 - ე საუკუნის ავტომობილსაც უწოდებენ, თუმცა, როგორი იქნება რეალურად ეს კარგად დავიწყებული ძველი მანქანა, დრო გვიჩვენებს. "გაზ"- ში უკვე მომზადებულია გასაყიდი პარტია, რომელიც 500 ერთეულისგან შედგება.
მაშ ასე, რას წარმოადგენს "ვოლგა სიბერი", რომელიც მესვეურთა ვარაუდით, რუსული ბაზრის ბესტსელერი უნდა გახდეს:
![image](/uploads/article_images/small/57461347713619.jpg)
"ვოლგა სიბერი" 2 ლიტრიანი მოცულობის ძრავით აღიჭურვა, რომლის სიმძლავრე 141 ცხენის ძალაა. გარდა ამისა, აქვს კომფორტისათვის აუცილებელი თითქმის ყველა კომპონენტი. კერძოდ, კონდიციონერი, უსაფრთხოების ორი ბალიში, ჰალოგენური ფარები და ასე შემდეგ.
![image](/uploads/article_images/small/57461347713807.jpg)
"ვოლგა სიბერი" ასევე აღიჭურვება როგორც ავტომატური, ისე მექანიკური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფით და 2, 4 და 2, 7 ლიტრიანი მოცულობის ძრავებით.
ახალი "ვოლგა სიბერი" 18-დან 21 ათას ამერიკულ დოლარამდე ეღირება.
![image](/uploads/article_images/small/57461347714048.jpg)
![image](/uploads/article_images/small/57461347714026.jpg)