x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბავშვთან ასე არასდროს იხუმროთ

image

ერთხელ ქმარს ვუთხარი:

«რომ მოიცლი, ერთი ცოცხი შემიკარი მეთქი».

«რად გინდაო?» — მკითხა მან.

«საფრენად არაფერი მაქვს და...» — ვუპასუხე სრულიად სერიოზულად.

ამ დროს, იქვე, ჩემი 5 წლის ნათლული ტრიალებდა და ეტყობა, გვისმენდა.

მეორე დღეს მეუღლემ ცოცხი გააკეთა. შევამოწმე და აღვნიშნე, რომ ძალიან მოსახერხებელი იყო. ნათლულმა კი მკითხა:

«ამით იფრენო?»

«რა თქმა უნდა, ვიფრენ» — ვუპასუხე მე.

ხოლო, მეუღლემ დაამატა:

«აბა შენ იცი, ძალიან მაღლაც ნუ აფრინდები, საჰაერო დაცვამ არ ჩამოგაგდოსო».

«არა, მხოლოდ პურზე წავალ და უკან დავბრუნდები მეთქი» — ვუპასუხე მე.

მეორე დღეს ცოცხი გაქრა. ჩემმა ქალიშვილმა ნათლულს ჰკითხა:

«დედას ცოცხი შენ ხომ არ აიღეო?».

მას კი, თვალები ცრემლით აევსო:

«არ მიფრენია, არა! ღილაკი ვერ ვუპოვეო!» — ტირილით თქვა და გაიქცა.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. რატომ იჭერდნენ და ხვრეტდნენ სტალინის ეპოქაში? – ვინ იყო "ხალხის მტერი", ბელადის გაგებით

2. "სავაჭრო ავტომატი" ყვავებისთვის - საინტერესო ექსპერიმენტი

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)



1
267
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
267
  
2021, 22 დეკემბერი, 11:30
))))))))))))))
0 1 1