x
image
თუთიკო ბერძენა
ინცესტების სერია საქართველოში? - როგორ ექცეოდნენ ციხეებში ინცესტის ჩამდენ პატიმრებს

image

უკვე ძალიან გახშირდაინფორმაცია, რომ ჩნდება მამა აუპატიურებს შვილს, ამჯერად უკვე შვილებს. და ისევ შედეგებთან მიმდინარეობს ბრძოლა - "დაიჭირეს", შვილებს ფსიქოლოგი მიუჩინეს. მიზეზებს არავინ იკვლევს არც ამჯერად, რატომ გაუკურმართდა ერის ფსიქოლოგია და დაეცა ამ დონემდე.

შოლოხოვის „წყნარ დონში“ აღწერილია, როგორ გააუპატიურა მთვრალმა მამამ ხელფეხშეკრული აქსინია, რაც მკითხველის ზიზღს იწვევს. რუსულ ქრონიკებს და სტატისტიკურ მონაცემებს თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ რუსებში ეს ფეხმოდგმულია საკმაოდ. აღარაფერს ვამბობ ბალთაზარ კოსაზე, პაპ ალექსანდრე მეექვსესა და ბორჯიების დაწყევლილ გვარზე, რომლის ყოველი წარმომადგენელი – მამა, შვილი, დედა, და, ძმა, ბიძა, დეიდა ღორებივით გორავდნენ ერთმანეთის სარეცლებში.

ზოგიერთს შეიძლება მშვენიერი გოგონა ბეატრიჩე ჩენჩიც გაახსენდეს, საკუთარი მამა რომ მხეცურად აუპატიურებდა, გამწარებულმა მოკლა ეს მამა და შემდეგ თვითონაც თავი მოჰკვეთეს.

ბიბლიური ლოტის ამბავიც გვახსოვს ალბათ...

ვთვლიდით, რომ საქართველოში ამ მხრივ არაფერი გვემუქრებოდა, იმდენად ღრმად ვიყავით დარწმუნებული ქართული ოჯახის ფენომენის უნიკალობაში. თუმცა ამ ბოლო დროს (2–3 წლის მანძილზე) საზოგადოება თანდათან მომსწრე ხდება ჩვენთვის და ჩვენი მამა–პაპისათვის საერთოდ ყურთუსმენი (გაფიქრებაც რომ შეზარავს კაცს) მოვლენის რიცხვის შემაშფოთებელი ზრდისა და ზოგი, თუ კომენტარებს გადავხედავთ, ნელ–ნელა „ეგუება“(?!) კიდეც. არადა ამ ფაქტს ნამდვილად არ აქვს ქართველ ერში გაჭაჭანების უფლება.

დიახ, საზარელ და არაადამიანურ ფენომენზე– ინცესტზე მოგახსენებთ.

2010 წელს შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო კანონი „ერთი და იმავე ოჯახის წევრების ურთიერთშეთანხმებით სექსუალური კავშირის მქონე სრულწლოვანთათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ“.

ჰოლანდიაში, ვიკიპედიის მიხედვით, და-ძმებს უფლება აქვთ დაქორწინდნენ, თუ მათი ასაკობრივი სხვაობა არ აღემატება 8 წელს და ზრდასრულები არიან. აღარაფერს ვამბობთ დეიდასა და ძმისშვილს, ბიძასა და დისშვილს შორის ქორწინებაზე, რაც არ არის აკრძალული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ახლო ნათესავებს შორის სექსუალური აქტი, რომელიც ჩადენილია უფროსების ურთიერთშეთანხმებით, რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღარ ჩაითვლება დანაშაულად. ამდენად, და-ძმას, მამა-შვილს, დედა-შვილს შორის სექსუალური ურთიერთობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ იქნება.

საქართველოში ინცესტის შესახებ პირველად ათი წლის წინ აგორდა ინფორმაცია, როცა და–ძმამ თბილისში მშობლები დახოცა, რომელთაც შეიტყვეს შვილების ურთიერთობის შესახებ. მერე 2007 წელს გოგონამ მოკლა მამა, რომელიც წლების განმავლობაში აუპატიურებდა მას. შემდეგ კი მიეწყო და მიეწყო ერთმანეთს ფაქტები და დღეისათვის ბლომადაც დაგროვდა. ინცესტი ჩვენდა საუბედუროდ, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, იმაზე ხშირი, ვიდრე ჩვენს საზოგადოებას წარმოუდგენია. ინცესტი ოჯახის წევრებს შორის არის მორალის სრულად დაკარგვისა და ადამიანის ცხოველზე (მაგალითად ღორზე) დაბლა დასვლის შედეგი, რასაც, ცხადია, არ უნდა ჩადიოდეს ნორმალური ფსიქიკის მქონე ინდივიდი. ეს არის მაქსიმალური საფეხური ზნეობის არარსებობისა. ცხოველებიც, როცა მათი ნაშიერები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ, ცდილობენ საკმაოდ აგრესიულად მოიშორონ ისინი თავიდან, რაც ინცესტის პრევენციაა.

არა აქვს მნიშვნელობა ევროპიდან შემოიპარა თუ რუსეთიდან. გენიალურ გოეთეს, მაგალითად, საკუთარ დასთან კორნელიასთან ჰქონდა ახალგაზრდობაში რომანი, ფროიდს კი საკუთარ ქალიშვილთან არაჯანსაღი ურთიერთობა.

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“, აქ ალბათ აღარ გამოდგება. უფრო უპრიანია, „მე ვარ ქართველი და ვარ ქართული ოჯახის ავტორიტეტის დაკნინებისაკენ მიმართული ყოველგვარი პერვერსიის მოწინააღმდეგე“.

ვინმეს არ ეგონოს ეს მოვლენა მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ და გაუნათლებელ ოჯახებში ხდება. იგი, სამწუხაროდ, ინტელიგენციის ოჯახებსაც მისწვდა და მხოლოდ იმის გამო არ ხმაურდება ხშირად, რომ მოზარდი, რომელსაც მამა აუპატიურებს, ხმას ვერ იღებს, ყველა ვხვდებით რის გამოც. და რა ემართება ამ დროს მის ფსიქიკას? ჩავთვალოთ, რომ იგი უბრალოდ აღარ არსებობს...ფაქტია, რომ მოზარდთა ერთი შეხედვით აუხსნელი სუიციდი ხშირად მშობლის მხრიდან სექსუალური ძალადობითაა გამოწვეული?

დამოუკიდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინცესტი, თუ იგი არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს, სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. ადამიანს კი, რომელიც ცხოველზე უარეს არსებად აქცია ველურმა ინსტინქტმა, კაცს, რომელიც აუპატიურებს საკუთარ შვილს, არა აქვს უფლება საზოგადოებაში ცხოვრების. მას არ უნდა მიესაჯოს არავითარი თავისუფლების აღკვეთა, არც დროებითი და არც სამუდამო. ის უნდა მოშორდეს ამ ქვეყნიერებას საერთოდ და სასწრაფოდ. ეს არის ურჩხული, დრაკულაზე ბევრად უარესი.

ავადსახსენებელ კომუნისტურ წარსულში ციხეში მოხვედრილი ასეთი პატიმრის, მათ შორის, პედოფილების ბედი გახსოვთ, რითაც თავდებოდა – მათ საკანში შეუგდებდნენ თოკს და აიძულებდნენ თვითმკვლელობას. არ ჩაიდენდა და...იცით..

სამართლიანია ასეთი ადამიანი ხალხის მასის, ანუ კოლექტიური სამართლის წინაშე დააყენო და ჩაიქოლოს ყველასგან. (არ გვინდა ახლა მესიანური შეძახილები, პირველმა იმან დაკრას ქვა, ვინც უცოდველიაო და ა.შ.) ეს არის შემთხვევები, როცა მართლმსაჯულება უნდა დუმდეს და სამართალს ხალხი აღასრულებდეს თავისი შეუცდომელი საზომით...აქ საქმე ფროიდისეულ ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსებს კი არა, ბავშვის ტანჯვას და მორალურ (ზოგჯერ ფიზიკურ) მკვლელობას ეხება და მერე ვისგან? –საკუთარი მამისაგან...

ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ცივსისხლიან სერიულ მკვლელებად და პათოლოგიურ მოძალადეებად სწორედ ის მოზარდები ყალიბდებიან, ვისაც ინცესტუალურად დაენგრა ბავშვობა...

პატარა ერისთვის ეს საშინელებაა..

იმედია, ქართველისათვის ოჯახი ყოველთვის დარჩება ყველაზე წმინდა ცნებად ამ სამყაროში...
1
521
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
521
  
2021, 21 დეკემბერი, 18:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1