x
image
ირინა მ.
სამყარო არარეალურია და ყველა და ყველაფერი მატრიცაშია?

image


ძმები ვიჩოვსკების (უკაცრავად, ახლა უკვე დები ვიჩოვსკების) ფილმის, "მატრიცას" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ბევრი ჩვენგანი ახლაც ფიქრობს, რომ ჩვენ კომპიუტერული თამაშების პერსონაჟების მსგავსად მხოლოდ ვირტუალური სახეები ვართ, არარეალურები ვართ.


image


ილონ მასკის აზრი

ფილმი 1999 წელს გამოვიდა და უკვე ამდენი წელია მსოფლიოში დასეირნობს კონსპიროლოგიური თეორია იმის შესახებ, რომ ყველა და ყველაფერი მატრიცაშია. ამ თეორიას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. ერთ-ერთი მხარდამჭერია ილონ მასკი–კომპანია SpaceX, ელექტრომობილ ტესლას და ა.შ. შემქმნელი.


image


რამდენიმე ხნის წინ, გამომგონებელი ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს და კითხვაზე, თუ რას ჰკითხავდა პირველ რიგში მასკი ყოვლისშემძლე ხელოვნურ ინტელექტს (თუ იგი იარსებებდა), მან უპასუხა: "მე ვკითხავდი, თუ როგორია არსებული რეალობა, რომელიც იმ მატრიცის მიღმა არსებობს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით?" ანუ მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ჩვენ ყველა მატრიცაში ვცხოვრობთ. ამასთან, კოსმოსური პროგრამისა და ელექტრომობილის გარდა, ილონ მასკს აქვს კომპანია Neuralink, რომელიც უშუალოდ ადამიანის ტვინის კომპიუტერთან მიერთების საკითხებითაა დაკავებული. ანუ მატრიცის შექმნით მატრიცაში....

რა მტკიცებულებები გაქვთ?

ილონ მასკის გარდა ძალიან ბევრ მეცნიერს, პოლიტიკოსს და უბრალო ადამიანს სჯერა, რომ რეალური სამყარო სადღაც ჩვენი აღქმის იქით მდებარეობს და ამის მტკიცებულებებიც მოჰყავთ. მაგალითად, ფილმში მატრიცის აგენტს ნებისმიერი ადამიანის გარეგნობა შეუძლია მიიღოს, მაგრამ მისი ამოცნობა როგორც აგენტის, მაინც შესაძლებელია.


image


ჩვენს რეალურ სამყაროში (ასე ვუწოდოთ მას) არსებობს ფსიქიური დაავადება, რომელიც კაპგრის სინდრომად იწოდება. ამ დაავადების დროს ავადმყოფი თვლის, რომ მისი რომელიმე ნათესავი ან ნაცნობი შეცვალეს ორეულით. იქნებ ეს სულაც არ არის ავადმყოფობა? იქნებ იმ ადამიანების გარშემომყოფებში, რომელსაც ჩვენ ფსიქიურად დაავადებულად ვთვლით, ნამდვილად შეაღწია პროგრამა-ორეულმა? დეჟავიუს მდგომარეობა, რომლის წარმოშობასაც ბოლომდე ვერავინ ხსნის? გავიხსენოთ კიდევ მანდელას ეფექტი-ეს როცა ადამიანების დიდი ჯგუფი გულწრფელად თვლის, რომ რაღაც მოვლენა ნამდვილად მოხდა, ამ დროს კი ეს მოვლენა ცხოვრებაში არასოდეს მომხდარა. მოდით გავიხსენოთ ვუდუს კულტიც, როცა ადამიანები კვდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ მათ "ჯადო" გაუკეთეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ საკუთარი გონება უბრძანებს სიკვდილს.–ზუსტად ისე როგორც ეს მატრიცაშია.

კაცობრიობა უნდა განადგურდეს!

აი, კიდევ კარგი მაგალითი: ვაჩოვსკების ფილმში მანქანების სამყარომ პრაქტიკულად გაანადგურა ადამიანების სამყარო ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარების წყალობით.



image


რამდენიმე წლის წინ კომპანია Mikrosoft-მა შექმნა პროგრამა Tay სოციალურ ქსელებში ურთიერთობისთვის. პროგრამას ხელოვნური ინტელექტის ჩანასახები ჰქონდა, შეეძლო თავისით ესწავლა და გაშვებულ იქნა ინტერნეტში. არ გასულა რამდენიმე დღე, რომ Tay სოციალურ ქსელებში სეირნობის შემდეგ თავის შემქმნელებს განუცხადა, რომ "ჰიტლერმა ყველაფერი სწორად გააკეთა", "რომ მექსიკელები და ზანგები ეს..." და მივიდა დასვნამდე, რომ კაცობრიობა სასწრაფოდ უნდა განადგურდეს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ამ პროგრამისთვის არავის უსწავლებია–თვითონ შეისწავლა სოცქსელების რიგით მომხმარებლებთან რამდენიმედღიანი ურთიერთობის შემდეგ. Tay დროულად გათიშეს და პირობა დადეს, რომ მასზე სერიოზულად იმუშავებენ.


image

იხილეთ შემდეგი სტატიები:

რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

image


როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image


იყო თუ არა ლორდ ბაირონის ქალიშვილი პირველი პროგრამისტი?

image

რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?

image

აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან

image


ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image

რა ღირს დედამიწა?

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image

0
262
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
262