x
როგორ ამოხსნის კოსმოსში გაშვებული კუნთოვანი ქსოვილი დაბერების საიდუმლოს

imageმეცნიერები კოსმოსში კუნთოვან ქსოვილს გაუშვებენ, რათა ორგანიზმის დაბერების პროცესი შეისწავლონ, - ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება.

ლივერპულის უნივერსიტეტის სპეციალისტები აპირებენ კოსმოსში კუნთების ფრაგმენტები გაუშვან, რათა გააანალიზონ უწონადობის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ბრინჯის ზომის კუნთის უჯრედები მოთავსებული იქნება სპეციალურ კონტეინერში, რომელიც დაბეჭდილი იქნება 3D პრინტერზე. ტვირთი კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან, რომელიც ფლორიდაშია, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამშაბათს, 21 დეკემბერს გაიგზავნება.

საცდელი ნიმუში დედამიწის ორბიტაზე 2022 წლის იანვრამდე დაჰყოფს. ამ დროის მანძილზე კუნთის ფრაგმენტში გაივლის მცირე ძაბვა, რომელიც მოახდენს ქსოვილის შეკუმშვის სტიმულირებას. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კოსმოსში ხდება ორგანიზმის დაბერებაის მსგავსი პროცესი, რის გამოც კუნთები სუსტდება და ძალას კარგავს. კვლევაში მეცნიერებს დაეხმარება ადამიანის ქსოვილის ლაბორატორიული ნიმუში.

„ყოველი კოსმონავტი, ვინც უწონადობაში იმყოფება, ყოველდღიურად 2, 5 საათს ვარჯიშობს, მაგრამ მაინც კარგავს კუნთის დიდ მასას“, - ამბობს პროფესორი მალკოლმ ჯექსონი. კვლევამ შეიძლება ახსნას დაბერების ნიუანსები და გვიჩვენოს, როგორ შეიძლება შენელდეს ეს პროცესი.

საექსპერიმენტოდ საჭირო მოწყობილობა კომპანია Kayser Space-მ შექმნა ოქსფორდშირში. ის უზრუნველყოფს ნიმუშების დაცვას ტემპერატურული ცვლილებებისგან და გადატვირთვისგან. კვლევას აფინანსებს დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტო, რომელმაც ამისთვის 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყო.

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0