კანადელი მწერალი და კოსმოსური ინჟინერი ენდრიუ რეიდერი ისტორიის მოყვარულიცაა. ის იმდენად არის გატაცებული ამ თემით, რომ თვითერის ექაუნთიც კი შექმნა, რათა გაეზიარებინა ყველაზე უცნაური, უჩვეულო და საინტერესო ისტორიული ფაქტები.
გვერდს "უცნაური ისტორია" დაარქვა და რეგულარულად აწვდის მომხმარებლებს საინტერესო ფაქტებს და ფოტოსურათებს, რომლებიც სასკოლო წიგნებში არაა შეტანილი.
1. პატარა პრინცი ჩარლზი 1952 წელს ელიზაბეტ II-ის კორონაციის დროს აშკარად მოწყენილია.
2. ძველი ბერძნული სტილის ერთადერთი შემორჩენილი ტაძარი, რომელიც მდებარეობს სომხეთში (გარნი)
3. ეიფელის კოშკის პროექტები, რომლებზეც უარი თქვეს.
4. პურის ნაჭრებს შორის საკვების დადება გამოიგონა ლორდ სენდვიჩმა, რევოლუციის დროს ბრიტანეთის ფლოტის მეთაურმა.
5. ინდოეთის მეთევზეობის ეროვნული საბჭოს შტაბ-ბინა
6. დისნეი ასაფეთქებელი ნივთიერებების მეორე მომხმარებელია მსოფლიოში აშშ-ს არმიის შემდეგ.
7. კლდეში ამოკვეთილი უძველესი სახლი ირანში, მისი ასაკი დაახლოებით 700 წელია.
8. მისისიპის მთიან ქალაქებში ცხოვრობდა ათიათასობით მოსახლე - უფრო მეტი, ვიდრე შეერთებული შტატების ნებისმიერ ქალაქში 1800 წლამდე.
9. პირველი ნოუთბუქი Osborne, 1981 წელი
10. ნორდლინგენი არის გერმანული ქალაქი, რომელიც აშენებულია 14 მილიონი წლის წინანდელ მეტეორიტის კრატერში.
11. ერთ ადგილას თავმოყრილი კაცობრიობის ალბათ უდიდესი გენიოსები (ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია სოლვეი, 1911 წ.)
12. როგორ წარმოიდგენდნენ 1900-იანი წლების ადამიანები ცხოვრებას 2000-იან წლებში
13. მსოოფლიოს შეცნობის ოფიციალურ ტურზე სამურაები პოზირებენ სფინქსის ფონზე, 1864 წელი
14. ნახატი და პროტოტიპები
15. ლუი არმსტრონგი უკრავს ცოლისთვის, ლუსილისთვის სფინქსის ფონზე (1961)
16. 2700 წლის ბეჭედი კატის გამოსახულებით, ძველი ეგვიპტე
17. Pac-Man-ის გამომგონებლის ორიგინალი მონახაზები
18. “ფრთხილად ავი ძაღლია"- ყველაზე ძველი ნიშანი პომპეიში, მისი ასაკი დაახოებით 2000 წელია
19. 2012 წელს ბრიტანელმა წყვილმა ხუმრობით დაპატიჟა დედოფალი ქორწილში, ისიც ადგა და მივიდა.
20. დედოფალი ცდილობს არ გაიცინოს, როცა გვერდით უვლის თავის ქმარს, გვარდიის ფორმაში გადაცმულ ედინბურგის ჰერცოგს.