სხვა ნინელი კულაგინა-გასაოცარი ფენომენი საბჭოთა კავშირიდან თუ ჩვეულებრივი შარლატანი? 2021, 19 დეკემბერი, 18:27 ![]() ნინელი კულაგინა, როგორც ეს ხშირად ხდება ასეთ ადამიანებში, ბავშვობიდანვე გამოაჩნდა უჩვეულო შესაძლებლობები. ნელის(ასე ეძახდნენ ბავშვობაში ) დედა როგორც იხსნებდა, ის უცებ გაშეშდებოდა და ერთ წერტილს უყურებდა. შემდეგ ქალმა შეამჩნია, რომ როცა ბავშვი კითხულობდა, წიგნის გვერდები თავისთავად იფურცლებოდა; ერთხელაც ნელიმ ფინჯანი ადგილიდან დაძრა, ისე, რომ არც შეხებია, გადავარდა და გატყდა. შემდეგ, როდესაც ნელი გაიზარდა, მიივიწყა თავის არაჩვეულებრივი უნარები და გაახსენდა მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე გათხოვილი ქალბატონი იყო. რომელიღაც რადიო გადაცემაში მოისმინა გოგონას შესახებ, რომელიც "თითებით ხედავდა". ის გოგონა, დახუჭული თვალებით ტექსტს თითის წვერებით ეხებოდა და კითხულობდა ნაწერს, ამის გარდა მას ფერების ამოცნობაც შეეძლო. ნინელის გაახსენდა, რომ ბავშვობაში შეეძლო მხოლოდ შეხებით სასურველი ფერის ძაფის ამოღება. "მეც შემიძლია ამის გაკეთება!" - განუცხადა ქმარს და თავისი უნარების დემონსტრირება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთბაშად ყველაფერი ისე არ გამოუვიდა, როგორც მას სურდა, ნინელი შთაგონებული იყო და ინტენსიურად დაიწყო მეცადინეობა. ![]() ![]() პროფესორი ლ. ვასილიევმა, რომელიც აკვირდებოდა კულაგინას, ურჩია დაიცვას და განავითაროს თავის უნიკალური შესაძლებლობა, მაგრამ დაუმალოს იგი გარეშე პირებს. თუმცა ნინელს არ სურდა საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების დამალვა - სიამოვნებით დათანხმდა ლაბორატორიულ კვლევებსა და ექსპერიმენტებს. ქმართან ერთად ბევრი გამოცდა გაიარა. 20 წლის განმავლობაში წყვილი სახელმწიფო დაწესებულებებში 30-მდე სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიას ეწვია. ბევრ მათგანში კულაგინასადმი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკური იყო -ზოგიერთი მკვლევარი ამბობდა, რომ ისინი გამოაშკარავებდნენ მის სიყალბეს . ![]() ![]() მიუხედავად ერთი შეხედვით უხვი მტკიცებულებისა, ყოველთვის იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კულაგინას ჩეულებრივი თაღლითი იყო და აშკარად იყენებდა მაგნიტებს და სხა მოწყობილობებს ტელეკინეზისა და სხვა სასწაულებისთვის. ![]() საბჭოთა იუსტიციის სამინისტროს ჟურნალში "ადამიანი და კანონი"("Человек и закон) 1986 წელს № 9 და 1987 წლის № б -ში გამოქვეყნდა ორი სტატია "დრაკულას აღდგომა" და "მისტიციზმიდან დანაშაულებამდე", სადაც კულაგინას უწოდებდნენ თაღლითს, რომელმაც მოატყუა მეცნიერები და უბრალო ხალხი. მას მიაწერდნენ, რომ იგი ძაფებს და მაგნიტებს იყნებდა თავის "ფოკუსებში" და ქალს ცალსახად ეძახდნენ შარლატანს. ნინელი იძულებული გახდა სასამართლოში წასულიყო. მისი პატიოსნების სასარგებლოდ ღაღადებდა მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაკეთებული ჩანაწერები, სასმართლოზე ვერ იპოვეს ვერცერთი მომწე, რომელიც კულაგინას მიერ მრუდე სარკეებისა და მაგნიტების გამოყენებას დაადასტურებდა. ნინელიმ სასამართლო მოიგო, მაგრამ მან სასტიკად დაასუსტა ისედაც უკვე მისი შერყეული ჯანმრთელობა.იგი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ![]() და ამ დრომდე, მედია პერიოდულად საუბრობს ხოლმე კულაგინაზე ან ენთუზიაზმით, ან უწოდებს მას შარლატანს. თუმცა, პარალელურად დარჩა საკმარისი ფილმები, რომლებიც ადასტურებს (ან არ ადასტურებს)ამ ქალის უნიკალურ შესაძლებლობებს. 929 4-ს მოსწონს
|