x
მეტი
  • 22.01.2022
  • სტატია:116386
  • ვიდეო:353112
  • სურათი:490233
ნორვეგიის პრინცესა ჯარში გაიწვიეს და იგი ავიაგამანადგურებელის შტურვალს მიუჯდა
imageტახტის მემკვიდრეს ჯარში სასწრაფო სამსახური ელოდება.

რიგით მეორე ტახტის მემკვიდრე, ნორვეგიის პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა, როგორც კი სრულწლოვანი გახდა, საკუთარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გამოიძახეს სასწრაფო სამხედრო სამსახურში.

გოგონა 2022 წლის 21 იანვარს 18 წლის გახდება. ახლა კი მისი აღმატებულება წყვეტს, იყოს თუ არა ავიაგამანადგურებელის პილოტი, თუ მამამისის, პრინცი ჰაკონის მსგავსად, იმსახუროს ნორვეგიის საზღვაო ძალებში.

ამ დღეებში, პრინცესა, ნორვეგიის საჰაერო ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ როლფ ფოლანდისთან ერთად, სამხედრო გამანადგურებლით იფრინა. ეკიპაჟმა დაახლოებით ორი საათი გაატარა ცაში. პრინცესამ ფრენამდე სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა. მას ასევე მოუყვნენ ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მთავარი მისიების შესახებ.

საბრძოლო თვითმფრინავის კაბინაში კამუფლაჟით აღჭურვილი პრინცესა ჯერ მეორე პილოტის სავარძელში იჯდა, შემდეგ კი თვითმფრინავს გარკვეული დროის განმავლობაში მართავდა. ფოლანდის თქმით, ფრენის განმავლობაში ინგრიდ ალექსანდრა თავს მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობდა.

image

ეს იყო სამეფო ოჯახის წევრის ერთ-ერთი ბოლო შანსი, რომ ყოფილიყო F-16 გამანადგურებლის კაბინაში.

ამ ბრენდის თვითმფრინავები მოხსნილია და ექსპლუატაციიდან ამოღებული.მომავალი წლიდან, ანუ ორდესაც პრინცესას ჯარში გამოიძახებენ, ნორვეგიის საჰაერო ძალებში F-16-ები ჩანაცვლდება ერთადგილიანი F-35-ებით.

ინგრინდ ალექსანდრა ნორვეგიის მემკვიდრე პრინცი ჰააკონის და მისი მეუღლის მეტე-მარიტის უფროსი ქალიშვილია და მეფე ჰარალდ V-ის შვილიშვილი.შვიდად და თავდაჯერებულად გრძნობდა.

image


ინგრიდ ალექსანდრა დაიბადა 2004 წლის 21 იანვარს ოსლოში (ნორვეგია) Rikshospitalet Hospital-ში. დაბადებისთანავე მან მიიღო ნორვეგიის პრინცესას ტიტული. პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა მეორეა ნორვეგიის ტახტის მემკვიდრის რიგში (მამის, გვირგვინის პრინცი ჰაკონის შემდეგ). როდესაც მამამისი ტახტზე ავა, ინგრიდ ალექსანდრა ნორვეგიის მორიგი მემკვიდრე პრინცესა გახდება.

1
409
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
409
  
2021, 19 დეკემბერი, 0:18
კარგი იქნება თუ თქვენ და პრინცესა ცოტა მოუკლებთ მასტურბაციას
0 1 1