x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"მე ვარ თინი, გონიო-წყავროკიდან, ქალი, ქართველი ფრანგი, ლესბოსელი" - თინი ნოღაიდელი

image

პირველი არხის ყოფილი ჟურნალისტი თინი ნოღაიდელი 37 წლის ასაკში საჯაროდ პირველად წერს, რომ ლესბოსელია.

"WARNING: ამ პოსტს წერს ადამიანი, ვინც ამ დღეებში აღიარა, რომ ცუდადა ვარ მენტალურად. ვუვლი თავს. მარა. ნებისმიერი კომენტარი, რომელიც სიყვარულს არ გამოხატავს, არ მეხმარება. და რაც უკან, შავ ხვრელში მაბრუნებს წავშლი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ეს ხანდახან მოდის კეთილი გულიდან. მაპატიეთ.

პოსტის რედაქტირების პროცესშია. ჩავაფედითებ ნელ-ნელა. ასევე, საჯაროა. ვისაც უნდა საცა უნდა წაიღოს. ფეშქაშ.

ამას ვწერ, რადგან ამის თქმა ოდესმე მაინც მომიწევს ხამამაღლა და სხვა დროისთვის შემონახვის რესურსი აღარ მაქვს.

დღეს მე უკვე ვიცი, რომ ჩემი მონსტრების მოთვინიერების გზაზე ვარ. მიტოვების შიშს ვუვლი. ახლა საკუთარ თავად ყოფნის შიშს ვათვინიერებ. ამ ამბების მერე ისევ გაქცევა და გაქრობა მომინდა. მარა საკუთარ თავს 37 წლამდე გავურბოდი და ხორთლაღები სათითაოდ წამომეწივნენ.

დღეს მე ვწერ, რომ ჩემს თავს ჩავხედო თვალებში. რომ ვიყო ზუსტად ის, ვინც ვარ მე, და არა ვინმე სხვა.

ესაა ჩემი საჯარო ქამინგ აუთი. მე ვარ თინი, გონიო-წყავროკიდან, ქალი, ქართველი ფრანგი, ლესბოსელი და მე ვწერ. ხან ლექსებს ხან სიმღერებს და ახლა წიგნს. ვისაც ამასთან პრობლემა აქვს, გაიარეთ ჩემი პროფაილიდან. ოჯახის წევრების ჩათვლით. მე მაქვს პრეტენზია ხმა ამოვიღო და ვიყო საჯარო ფიგურა. მე სხვა თემა სამღერად არ გამაჩნია. ამის არ თქმა, ჩემთვის კარადაში დარჩენაა. ამას ვეღარ გავაკეთებ. ამის გამო 37 წლმადე საჯაროდ ჩემი არაფერი დამიდია. რეცეპტებს და ქავერებს თუ არ ჩავთვლით. მე სხვა თემებზე არ მეწერინება. ხოდა რაცა ვარ ესა ვარ. მუდმივი შიში, რომ ახლა ვიღაცა რაღაცას გაიგებს, მკლავს. დავიღალე, ვფილტრო და ვმალო პოსტები სათითაოდ. გული მისკდებოდეს დღეში ცხრაჯერ, რამე იმფერ კნოპკაზე არ მიმეჭიროს ხელი. არადა ფეისბუქი მედიუმია. როგორ გავიქცე? რამდენ ხანს? ხოდა არა. ამიტომაც მჭირდება ვთქვა ხმამაღლა. გაიგეთ ჩემგან: მე ლესბოსელი ვარ. და what a joy და რახათი. ღმერთო.

ვიტოვებ სრულ უფლებას ხვალ ისევ გავიქცე. ჯერ სტაბილურობამდე ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას გზა აქვს გასავლელი.

ვამბობ, რომ ვარ ლესბოსელი და იცოდეთ, რომ ეს ფუფუნებაა. მე ამას საქართველოში ვერ ვიტყოდი. ასე რომ. დიდი მადლობა, ვისაც ძაან ძლიერი ვგონივარ: მარა არჩევანი მაქვს? არ მაქვს. I don't wanna be bold or brave, I just wanna be gay. რატომ უნდა მჭირდებოდეს ნახევარი ცხოვრება და ამხელა ძალა? ძლიერი საერთოდ არ ვიცი თუ ვარ. ალბათ ვარ. მაგრამ, ჩემო ქვიარო დებო, ყველა გენდერს ვგულისხმობ აქ, თუ ამას კითხულობ და ახლა ჩუმად ხარ, არ ხარ ვალდებული ეს ძალა გქონდეს. იმიტომ რომ სულ არაფრის ძალა არ მაქვს რეალურად და ძაან მძიმეა ეს ამბავი. შიში ლეგიტიმურია. ჩვენ დღეს საქართველოში ჯორკოებით დაგვდევენ, ჩვენს მხარდამჭერებს ლინჩის წესით კლავენ. ხოდა რა ვიცი. ქვეშაჯვია ვარ ძაან კარგადაც მარა მე ეს აღარ შემიძლია. მაგასაც ძალა უნდა.

ჩემო არა-ქვიარო მეგობრებო. არა უშავს, თუ არ გაქვთ სახელმძღვანელო და არ იცით რა ქნათ. არა უშავს თუ არ გესმით. ჩვენ თქვენგან გვინდა სიყვარული. და ძალიან მარტივი რამ. როცა არ იცით, უბრალოდ გვკითხეთ: რა გჭირდება? ჩვენ ვიცით რაც გვჭირდება. და როცა გეტყვით: დაგვიჯერეთ. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს რომ ეს ხან მითხრეს და ხან მაგრძნობინეს ბევრჯერ. ეს მერამდენე ქამინგაუთია ვეღარ ვითვლი. ესაა დამღლელი. და მე არ მაქვს ვალდებულება ვინმე განვანათლო. როცა ვაკეთებ, ხან ადვილად, ხან ბრაზით, საერთოდ არ მეხალისება. როცა ვაკეთებ, არ მჭირდება ვინმემ გამახსენოს რომ ეს არ მჭირდება. თუ ვაკეთებ ესე იგი მჭირდება. არ მჭირდება ვინმემ მითხრას 'დარწმუნებული ხარ?' ახლა მე რამდენი წელი ამაზე ვიფიქრე, დარწმუნებული არ ვიყო ან ამის თქმა არ მჭირდებოდეს ჰაერივით, ამ შარში გავყოფდი თავს? მამაჩემის არ იყოს, ორი თავი მაბია?

აქვე, საერთოდ არასდროს არ თქვათ რა პორნოგრაფიები გაგივლით თავში. არც ეგაა თქვენი ბრალი, ასე იცით ჩვენზე. მარა ეგ არაა ჩემი პრობლემა. დიდი მადლობა.

ყველანაირი ჰომოფობიური პოსტი, ყველანაირი "მაგრამ" წაიშლება და ავტორები სამარადჟამოდ დაიბლოკებიან. ნათესავებს ვთხოვ, ჩემი საწყალი მშობლები დაინდონ. თავისი გასჭირვებიათ. ამას ვაკთებ ჩემთვის. ჩემი შინაგანი პატარა ბავშვისთვის, რომელიც ვერ გაიზარდა. ვინც თავი დიდხანს გაიქრო, რომ სხვებს არ ენერვიულათ. და ამჯობინა თავი დაესაჯა. და მერე ძალიან გამიბრაზდა. ახლა ვადგევარ გზას, ჩემი გაცეცხლებული შინაგანი პატარა ბაღანა შემოვირიგო. ბოდიშიც მოვუხადო. ამდენი ხანი რომ გამოვამწყვრიე. I'll meet u there, babe ამას კიდევ ვაკეთებ მათთვის, ვინც მიყურებს, და იმალება და თავს იქრობს. მე ვმღერი, ვწერ, (ჩემთვის, მაგრამ კიდევ იმიტომ) რომ დაგენახო. შენ არ ხარ მარტო.

This is me. Hi. I'm Adjaran, French-Georgian and therefore, a lesbian. Natia Gelantia, როგორ მიხდება შენი ფოტო. აგერ კუდი გამოვაჩუჩუნე, დამინახეთ-თქვა, მარა თან მეშინია, და თვალებს ვხუჭავ. არც კი მჯერა, რომ არ მჯეროდა რომ სიმღერა შემეძლო. მაგრამ არ მჯეროდა. და ჰა, 24K-ს გადავახტი. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა, ძლივს არ ვიგრძენი თავი ქვიარ არტისტად. აგერაა, ვისაც ჯერ არ მოუსმენია. სკვაზნიაკი შიგ პატრიარქატში. სწორად გამირტყამს. თორე ამდენ მძ***ბს კი არ მივიღებდი ???? მე ყვავილებს გამოგიქანებთ ". https://www.youtube.com/watch?v=SrzDEZqgQo0

1
1126
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1126
  
2021, 19 დეკემბერი, 8:34
და რა მერე,თუ ლესბოსელი ხარ?! არ წაიღეს ტვინი თავისი პირადის გადმოფენით საჯაროდ,ვის რაში ადარდებს რა ხდება ამათ ლოგინში. ხოლო როცა საჯაროდ გამოიტან პირად,მერე გინება არ უნდა გაგიკვირდეს. მარტო გეებს არ აგინებენ ასეთ რამეზე,ჩვეულებრივი ტიპიც საგინებელია,თუ იტყვის საჯაროდ რო ქალებზე უდგება და ეს არის საზოგადოების სწორი რეაქცია ჩემი აზრით.

პ.ს. საერთოდ ადამიანი უნდა იყოს ის რაც არის და აკეთოს ის რაც უნდა,მაგრამ არ უნდა შეურაწყოს სხა ადამიანის გრძნობები. როცა 9 აპრილის მემორიალზე შემოდგები და ცეკვას დაიწყებ,მაშინ მოგხვდება და მერე აზრი არ ექნება ყვირილს. არავინ მოგითმენს ასეთ რამეს და არც უნდა მოითმინოს. შეიძლება მე არ მწავმდეს რაღაც ან არ მესლოდეს სხვა რატო აკეთებს რაღაცას,თუმცა მე პატივი უნდა ვცე მათ გრძნობებს. მაგალითისთვის,ვერ ვიტან წვერიან და ანაფორიან ადამიანს,რაღაც მემართება მათ დანახვაზე და ჩემი მიზეზები/ახსნა მაქვს ამის,მაგრამ მათ არ შევურაწყოფ,რადგან სხვისთვის პატივსაცემი ადამიანია.
0 1 1