x
image
არჩილ ვერულიძე
ქვიშის ანიმაციის ისტორია
image

ქვიშის ანიმაცია ან ფხვნილის ტექნიკა წარმოადგენს ძალიან სახალისო ვიზუალური ხელოვნების სტილს, რომელიც ასევე არის ანიმაციური ფილმების შექმნის ტექნოლოგია. მასალა ჩვეულებრივ გაწმენდილი და გაცრილი ქვიშაა (მარილი, ყავა), რომელსაც თხელი ფენით აფენენ მინაზე. ოვერჰედის პროექტორის ან სინათლის დაფის მეშვეობით შესაძლებელია გამოსახულების ეკრანზე გადაცემა. ამ ტექნიკის ყოველი მოქმედება სრულდება ხელით ან ფუნჯით. და მიუხედავად იმისა, რომ სურათი ადვილად შეიძლება გაფუჭდეს ერთი უყურადღებო მოძრაობით, ქვიშის ანიმაცია არ საჭიროებს სპეციალურ უნარებს ან შესაძლებლობებს მის დასაუფლებლად.

ისეთ უნიკალურ მასალას, როგორიცაა ქვიშა, ღრმა ისტორია აქვს. კლდის ხელოვნების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ადამიანები ქვიშაზე თითებით ან ხის ტოტებით ხატავდნენ. ამრიგად, ნავაჰოს ინდიელები ქვიშაზე ტოვებდნენ წმინდა მანდალას ნახატებს. ავსტრალიის მკვიდრნი იყენებდნენ ვულკანურ ფერფლს, ქვიშას და თიხას ორნამენტების დასახატავად სხვადასხვა ცერემონიებისა და რიტუალური ცეკვებისთვის. ხოლო ტიბეტელი ბერები ქმნიდნენ წმინდა ნახატებს ფერადი ქვიშის გამოყენებით, რომლებიც ნადგურდებოდა სპეციალური რიტუალის შემდეგ. ეს სიმბოლიზირებდა მსოფლიოში მიმდინარე მუდმივ ცვლილებებს.

ქვიშის ანიმაცია ხელადვე არ ქცეულა ხელოვნების ფორმად. 1960-იანი წლების ბოლოს კანადელმა მხატვარმა კაროლინ ლიფმა პირველად გამოიყენა ქვიშა, როგორც ინსტრუმენტი ანიმაციური ნაწარმოების შესაქმნელად. მისმა მოკლემეტრაჟიანმა მულტფილმებმა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, მაგრამ იმ დროს დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა.
image

მეორე შანსი ქვიშას უნგრელმა ანიმატორმა ფერენც ჩაკომ მისცა. სწორედ ის ითვლება თანამედროვე ქვიშის ხელოვნების „მამად“. ფერენცი უბრალოდ კი არ ხატავდა ქვიშის გამოყენებით, ის ამას საჯაროდ აკეთებდა, პროცესის ამსახველი ვიდეოს გადაცემით დიდ ეკრანზე. მან აღმოაჩინა, რომ უპრეტენზიო და უბრალო სურათებიც კი ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევს საზოგადოებაში. მისი ანიმაციური ესკიზები ფართოდ გამოიყენებოდა ტელევიზიაში. მხატვარმა შეძლო ეჩვენებინა, რომ ყველა ხელოვანს შეუძლია განასახიეროს თავისი ნამუშევარი სრულიად ახალ და უცნობ ჟანრში. ამის შემდეგ ქვიშის ანიმაცია ძალიან პოპულარული გახდა.

image


მთავარი განსხვავება ქვიშის ანიმაციას შორის სხვა მსგავსი მიმართულებებიდან არის - მნათობი ზედაპირი, რომელზეც იქმნება გამოსახულება. კონკრეტული ნივთიერების ან სამუშაო ხელსაწყოების არჩევანი არც ისე ფუნდამენტურია. მაგრამ ზუსტად განათების წყალობით გამოსახულება იძენს აუცილებელ კონტრასტს და ექსპრესიულობას, ის "ცოცხლდება".

ქვიშის ანიმაცია, როგორც არტთერაპია

1940 წელს შემუშავდა ქვიშის თერაპიის პროგრამა. როგორც კარლ გუსტავ იუნგი, ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი ამტკიცებდა, ქვიშით ხატვა ათავისუფლებს ჩაფლულ ენერგიას, ამშვიდებს და ეხმარება ემოციური მდგომარეობის დაბალანსებას. ქვიშისგან მარტივი სურათების შექმნა საშუალებას გაძლევთ დაბრუნდეთ ბავშვობაში. ქვიშის ნახატების დამზადების სიმარტივე ავითარებს შემოქმედებითობას ბავშვებსა და მოზრდილებში. მართლაც ამაღელვებელი და და საინტერესო საქმიანობაა.

0
46
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0