როგორები იქნებოდნენ ადამიანები სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის შთამომავლები რომ ყოფილიყვნენ
მე-XVII საუკუნის ფრანგმა მხატვარმა შარლ ლებრუნმა შეძლო ამის გაკეთება და ქაღალდზე გამოსახვაც კი. თავის ნაშრომში „ტრაქტატი სახის გამომეტყველების შესახებ“ შარლმა წარმოადგინა „ახალი“ ადამიანების წარმოუდგენელი პორტრეტები, რომლებიც საოცრად საინტერესოა, თუ ცოტა შემზარავი.
ევოლუცია ირწმუნება, რომ ადამიანები პრიმატებისგან წარმოიშვნენ. მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ, რომ კაცობრიობის ევოლუციამ სულ სხვა მიმართულება აიღო. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდნენ ადამიანები, მათი წინაპრები სხვადასხვა ცხოველი ან ფრინველი რომ ყოფილიყო - ენოტი, მელა ან თუნდაც დათვი? ძნელი წარმოსადგენია?
ლომი
შარლ ლებრუნი გახლდათ გამოცდილი მხატვარი. თუმცა, ფერწერის გარდა, აქტიურად იყო დაინტერესებული ფიზიონომიით. ეს არის მეცნიერება, რომელიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ პიროვნების ტიპი, ხასიათის თვისებები მისი სახის მახასიათებლების მიხედვით. მხატვარმა შეისწავლა ადამიანის ემოციები და ამტკიცებდა, რომ ბევრი მათგანი ცხოველების ემოციებს ჰგავს. ლებრუნმა შეიმუშავა საკუთარი კლასიფიკაცია, რომელშიც ის ცდილობდა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიცვლებოდა ადამიანის სახის გამომეტყველება, თუ ის კორელაციაში იქნებოდა ამა თუ იმ ცხოველთან.
ხარი
ბუ
ცხვარი
არწივი
მთის თხა
დათვი
დღესდღეობით ფიზიონომია ფსევდომეცნიერებად ითვლება. თუმცა, ძველად ეს იყო პატივსაცემი დისციპლინა, რომელსაც აქტიურად სწავლობდა მრავალი მწერალი და პოეტი. ჩარლზ დიკენსი, თომას ჰარდი და შარლოტა ბრონტე მისი დიდი გავლენის ქვეშ იყვნენ.
გარეული ტახი
კურდღელი
ვირი
მელა
აქლემი
მაჩვი
ცხენი
კატა
ენოტი
შარლ ლებრუნი კლასიციზმის ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია, მხატვრობის დამფუძნებელი და წამყვანი ფიგურა. მისი მრავალი ნახატი ინახება ლუვრში. ჯერ კიდევ 1666 წელს მხატვარმა რომში დააარსა საფრანგეთის სამხატვრო აკადემია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
ფოცხვერი
ყორანი